საქართველოს სტიმულირების პაკეტში არ ჩანს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა განვითარებას როგორ გეგმავს

საქართველოს სტიმულირების პაკეტში არ ჩანს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა განვითარებას როგორ გეგმავს

access_time2020-05-06 11:30:41

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) საქართველოს მეზობელ და ბალტიის ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის მთავრობების მიერ შემუშავებული სტიმულირების პაკეტები მიმოიხილა. დოკუმენტში მოწოდებულია აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას მიერ ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევისთვის მიღებული ზომები.


რით განსხვავდება მეზობელი ქვეყნების და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სტიმულირების პაკეტები და რა ფინანსურ დახმარებას სთავაზობენ სხვადასხვა ქვეყნები ბიზნესს და მოსახლეობას, ამასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინა გურულს ესაუბრა.


„მიგვაჩნია, რომ საქართველოს მიერ წარმოდგენილი სტიმულირების გეგმა უფრო მეტად გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა ყოფილიყო ფოკუსირებული, რადგან ახლა რასაც ვხედავთ ის უმეტესად გარკვეული ტიპის გადასახადების გადავადებას გულისხმობს, მაგალითად, სესხების და კომპანიების საგადასახადო ვალდებულებების სახით. ამას გარდა, პაკეტი უმეტესად მოიცავს სოციალური ტიპის დახმარებებს და ვერ დავინახეთ არსებული 6 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ რა მოხდება, რამდენად  შეძლებს ეკონომიკა თავისით გააგრძელოს ფუნქციონირება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი, მათ გაუჭირდებათ აღდგენა და არ ჩანს როგორ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან მათთვის შეღავათების დაწესება. ბევრი საერთაშორისო ექსპერტი ეუბნებოდა საქართველოს მთავრობას, რომ ტურიზმზე ზედმეტი ფოკუსირება საკმაოდ მოწყვლადი იყო და ზოგადად, დივერსიფიცირება ყველაზე სწორი მიმართულებაა. გარდა ამისა, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და ეკონომისტი საუბრობს, რომ აღდგენის პერიოდს მხოლოდ წლევანდელი წელი არ ეყოფა, არამედ 2021 წელიც საკმაოდ რთული იქნება და პრიორიტეტების ცვლილება გახდება საჭირო. რაც შეეხება სამეზობლო ქვეყნების სტიმულირების პაკეტებს, ყველგან სხვადასხვა ეკონომიკაა და ვერ ვიტყვით რომელიმე საქართველოს მაგალითზე უფრო კარგად იმუშავებდა თუ არა, თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენს სტიმულირების პაკეტში არ ჩანს გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც ქვეყანა რა მიმართულებით გეგმავს განვითარებას“, - განმარტავს ირინა გურული.


აღსანიშნავია, რომ კრიზისული მენეჯმენტისთვის საქართველოს ხელისუფლება სულ 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიმოხილვის მიხედვით, აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკის და მეწარმეობის სტიმულირება მოეხდინა 2.5 მლრდ. მანათით (დაახლოებით $1.5 მლდრ.) რაც მშპ-ს 3%-ს უტოლდება. თუმცა პრეზიდენტის განცხადებით აუცილებლად მობილიზდება დამატებითი რესურსებიც. ფინანსურ დახმარებას მიიღებენ მოქალაქეები, დაახლოებით 600,000 ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილები პანდემიის გავრცელების შედეგად. ისინი მთლიანად ორი თვის მანძილზე მიიღებენ $224.5-ს, რაც საარსებო მინიმუმს უტოლდება.



რაც შეეხება სომხეთს, მთავრობის მიერ შემუშვებული პაკეტის ფარგლებში, ერთჯერად დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელშიც პანდემიის შედეგად არცერთი მშობელი აღარ მუშაობს, თითო შვილზე (14 წლამდე) $208-ის ოდენობით. ერთჯერად დახმარებას, $142-ის ოდენობით მიიღებენ დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს პანდემიის შედეგად.


თურქეთში კი სახელმწიფო, კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად სახელმწიფომ გამოაცხადა 100 მლრდ. თურქული ლირას ოდენობის დახმარების/სტიმულირების პაკეტი (დაახლოებით $15.4 მლრდ./ მშპ-ს 2%). ქვეყანა სამი თვის მანძილზე, ანაზღაურების 60%-ს გაუსტუმრებს იმ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის შედეგად ფუნქციონირება შეწყვიტეს. მოკლევადიან დახმარებაზე 2 მილიონზე მეტი განაცხადი შევიდა. მთავრობა გაისტუმრებს ჯანმრთელობის დაზღვევის ვალდებულებასაც.


ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევის კრიზისული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს დახმარების პაკეტს 2 მლრდ. ევროს მოცულობით (მშპ-ს 7%). უმუშევართა დაზღვევის ფონდი მიიღებს €250 მლნ-ს. კომპენსაციები გათვლილია დაზარალებული კომპანიებისა და მათში დასაქმებულთათვის. დაზარალებული თანამშრომლები მიიღებენ კომპენსაციას €1000-მდე, ანაზღაურების 70%-ს.


ლატვიის პარლამენტმა დაამტკიცა დახმარების პაკეტი €2 მლრდ. მოცულობით (მშპ-ს 7%), რომელიც ითვალისწინებს ბიზნესებისა და დასაქმებულთა ხელშეწყობას, საგადასახადო შეღავათებს და სახელმწიფო გარანტიებს სესხებისათვის. ხოლო ლიეტუვას მთავრობამ დაამტკიცა €2.5 მლრდ. (მშპ-ს 5%) მოცულობის ფისკალური დახმარების პაკეტი. პაკეტში, პირდაპირი დანახარჯები დაახლოებით €1.1 მლრდ-ს (მშპ-ს 2.3%) უტოლდება, დარჩენილი €1.3 მლრდ. (მშპ-ს 2.6%) გარანტიებსა და სესხების მომსახურებას მოხმარდება.

 

ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up