„საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 66% ვალით ცხოვრობს“

„საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 66% ვალით ცხოვრობს“

access_time2020-02-06 16:00:23

საქართველოში 1.8 მლნ ადამიანს აღებული აქვს 19 მლრდ. ლარის სესხი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 66% ვალით ცხოვრობს, ხოლო საშუალოდ ერთი ადამიანის სესხი 10 ათასი ლარია. ამ ინფორმაციას, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოთხოვილ დოკუმენტზე დაყრდნობით, „თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ ავრცელებს.


ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სესხის მაღალი მაჩვენებელი არაფერზე მიუთითებს, მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში სესხის მიზნობრიობაა, სრულწლოვანი მოსახლეობის 66%-ს სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული, რომელიც ძირითადად მოხმარებას ხმარდება და არა წარმოებას.


„ჩვენი ფონდი აღნიშნული თემით იმიტომ დაინტერესდა, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია. რა თქმა უნდა ის, რომ ქვეყანაში სესხის მაღალი მაჩვენებელია, ეს არაფერზე  მიუთითებს, რადგან განვითარებულ ქვეყნებშიც შეიძლება დიდი მაჩვენებელი იყოს, მაგრამ უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდეთ. მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში სესხის მიზნობრიობაა, საქართველოში 2 მლნ 700 ათასი ადამიანია სრულწლოვანი, რომლიდანაც 66%-ს სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული, ეს სესხი კი ხმარდება მოხმარებას და არა წარმოებას. ჩვენ გვედავებიან ხოლმე იმაში, რომ სესხი კარგია, მაგრამ ის კარგის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური დოვლათის შექმნისკენ არის მიმართული. ასევე აღსანიშნავია, რომ 760 ათასი პენსიონერი გვყავს და აქედან ყოველ მეორეს თუ არა ყოველ მესამეს აღებული აქვს საპენსიო სესხი, რომელიც ხმარდება ძირითადად წამლებს, საკვებს და ა.შ. გარდა ამისა, ყოველ მეოთხე მსესხებელს აქვს ვადაგადაცილება და ვერ ახერხებს სესხის დაფარვას და ისიც ცუდია, თუ როგორ იზრდება ბანკებისთვის ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 77 მლნ. იყო, 2019 წელს კი 85 მლნ. შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს სესხის გადახდა უფრო და უფრო უჭირს. შემდეგ უკვე, 2018 წელს უფრო მეტი ადამიანი იყო ვისაც ვადაგადაცილება ჰქონდა, ვიდრე 2019 წელს, მაგრამ ამას ის ახსნა აქვს რომ ეკონომიკური მდგომარეობა კი არ გაუმჯობესდა, არამედ სესხების ჩამოწერა“, - განაცხადა ანა გოგოლაძე.





„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ მდგომარეობა საფინანსო ბაზარზე, განსაკუთრებით კი ბანკების მიმართებაში არც ისეთი საგანგაშოა როგორც ამას „თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდში“ აცხადებენ. მისი თქმით, ინფორმაცია სწორია, თუმცა აქ მთავარი სხვაა, შეიძლება მსესხებლების რაოდენობა ბევრი იყოს, მაგრამ თვითონ თანხები რაოდენობრივად არც ისე დიდია.


„ფონდს აქვს ეროვნული ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სინამდვილესაც  სებ-იც ადასტურებს, ამიტომ ინფორმაცია სწორია, თუმცა ეკონომიკური ანალიზი არ გაუკეთებიათ. რიცხვები საკმაოდ საინტერესოა და ეხება ყველა საფინანსო ინსტიტუტს. დაახლოებით, 1.8 მილიონ ადამიანს აქვს სესხი და აქედან მეოთხედს პრობლემური ვალდებულება აკისრია. რიხვებში რაც ჩანს ესეც საკმაოდ პრობლემატურია და როგორც აღმოჩნდა რეგულაციების ეფექტი ჯერ არ მუშაობს და ალბათ უფრო გვიან გამოჩნდება.


პრობლემურ მსესხებლებში შეიძლება იყვნენ ონლაინ მსესხებლები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მსესხებლები და არა მხოლოდ ბანკების, როგორც თვითონ აკეთებენ აქცენტს. ამ მხრივ, მსესხებლების რაოდენობა შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ თვითონ თანხები რაოდენობრივად არც ისე დიდია. ვფიქრობ, ასე რიცხვებით თამაში, შეიძლება გახდეს წინასაარჩევნო სპეკულაციის საგანიც. ზოგადად, სამომხმარებლო პორტფელს რაც შეეხება, საბანკო სექტორში მოკლევადიანმა სესხებმა წინა წელთან შედარებით 6%-ით დაიკლო. სამომხმარებლო სესხის დაკრედიტება რომ სწრაფად იზრდებოდა, ამაზე ეროვნული ბანკი ადრეც აკეთებდა აქცენტს და რეგულაციები სწორედ ამისთვის შემოიღეს, რომ ზრდის ტემპი შემცირებულიყო“, - განმარტავს გიორგი კეპულაძე.


ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეს მონაცემები გაუარესების ინდიკატორი არ არის და „დაკრედიტების წესები გაცილებით უფრო ცივილიზებულია და მიახლოებული ევროპულთან. შესაბამისად, დღეს თუ რამე ტიპის ვალი ვიღაცას უგროვდება, ან ვიღაც აცილებს ვადას, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი“.


ცნობისთვის, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 1 824 610 ფიზიკურ პირს ჯამში 19 მლრდ ლარზე მეტი ოდენობის აქტიური სასესხო ვალდებულება აქვს, ვადაგადაცილება კი 472 013 ფიზიკურ პირს უფიქსირდება. აღნიშნული მონაცემები მოიცავს როგორც ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე არარეგულირებადი სუბიექტების მონაცემებს.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up