„საქართველოში ჩვენი პრიორიტეტებია ვაჭრობის გაღრმავება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, სიღარიბის დამარცხება“- ექსკლუზიური ინტერვიუ შეინ როზენტალთან

„საქართველოში ჩვენი პრიორიტეტებია ვაჭრობის გაღრმავება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, სიღარიბის დამარცხება“- ექსკლუზიური ინტერვიუ შეინ როზენტალთან

access_time2020-01-28 11:30:46

აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებზე, ქვეყნის ძირითად გამოწვევებზე, ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრობს.


-ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორად დაინიშნეთ. საქართველოსთან 2019-2023 წლების სტრატეგიით, რომელი პრიორიტეტული მიმართულებებია  გათვალისწინებული?


-საქართველოს ევროპისა და აზიის გასაყარზე უნიკალური მდებარეობა აქვს და მთავრობის განვითარების სტრატეგია ამ გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენებას ეფუძნება ქვეყანის უფრო მჭიდრო საბაზრო ინტეგრაციისთვის დანარჩენ მსოფლიოსთან და მათ შორის ევროკავშირთან. ADB-ის სტრატეგია საქართველოში ამ ამოცანის შესრულებას ისახავს მიზნად და ჩვენი მისწრაფებაა განვითარების შედეგები რაც შეიძლება ფართომასშტაბიანი შედეგების მომტანი იყოს.

 

საქართველოში ჩვენი პრიორიტეტებია ვაჭრობის გაღრმავება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ეკონომიკური დერეფნების განვითარებით სიღარიბის დამარცხება. ეს უპირველეს ყოვლისა შესაძლებელია სატრანსპორტო ქსელების და მათ ირგვლივ ურბანული არეალების გაუმჯობესებით, რათა გაადვილდეს და გაიაფდეს ვაჭრობა და ბიზნესის კეთება, ასევე უფრო მიმზიდველი გახდეს რეგიონებში ინვესტიცია და ცხოვრება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია მეზობელ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის და ხელს უწყობს მთავრობის პოლიტიკას საქართველო აქციოს რეგიონულ ტრანსპორტის და ლოგისტიკურ ცენტრად.  

 

ამავე დროს ADB ადგილობრივ ბანკებს დაფინანსებით უზრუნველყოფს მცირე და საშუალო მეწარმეებზე სესხების გაცემის მიზნით, ასევე ცდილობს ელექტროენერგიის ბაზრის გაძლიერებას. ვგეგმავთ პროექტს პროფესიული განათლების სფეროში, რითაც შევეცდებით პროფესიული განათლება უფრო მიმზიდველი გავხადოთ და შევამციროთ სხვაობა ბაზარზე არსებული სამუშაო ძალის კვალიფიკაციასა და იმ უნარებს შორის, რასაც დამსაქმებლები მოელიან. ამ მიზნების მისაღწევად 2019-2023 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ გაცემული სესხების საერთო მოცულობა სავარაუდოდ 2 მილიარდ დოლარამდე იქნება. 


ჩვენი პრიორიტეტები საქართველოში მტკიცე საფუძველს ემყარება. საქართველო ბანკის წევრია 2007 წლიდან და ამ შედარებით მოკლე დროში ჩვენ ერთად ბევრს მივაღწიეთ. ეს მოიცავს 3.5 მილიარდ დაფინანსებას ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა სხვა პროექტებთან ერთად ახალი მეტროსადგურის მშენებლობა და თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტი, დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში წყლის ქსელების გაუმჯობესება და სოფლად მცხოვრები ქალების ფინანსური ჩართულობის წახალისება.

 

- ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა გამხდარიყო მთავარი სატრანსპორტო საზღვაო კარიბჭე კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. 2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი საქართველოსთვის და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მისი განხორციელებისთვის?

 

-2018 წლის სექტემბერში, ხელი მოვაწერეთ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას ისახავდა მიზნად. ვიდრე პროექტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხებია მოსაგვარებელი, ჩვენ პროექტის მხარდამჭერები ვრჩებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რადგან მას როგორც ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პროგრამის მამოძრავებელ ძალას უდიდესი პოტენციალი აქვს დააკავშიროს ცენტრალური აზია საერთაშორისო ბაზრებთან და მეტი ეკონომიკური სარგებელი მისცეს მთელ დასავლეთ საქართველოს. ჩვენ ველოდებით შესაბამის დაინტერესებულ პირებთან მუშაობას, მას შემდეგ რაც მიმდინარე საკითხები მოგვარდება. 

 

- აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორს 19.5 მილიონ ლარით დააფინანსებს. მოზიდული თანხებისა და კომპანიის შიდა რესურსების მეშვეობით მოხდება „ევექსის ჰოსპიტლების“ ვალის ნაწილის რეფინანსირება და კომპანიის საოპერაციო ეფექტიანობის, მომსახურების ხარისხისა და მმართველობის ხელშეწყობა. რა ვადებში იგეგმება აღნიშნული ინვესტიციის განხორციელება და ხომ არ გეგმავთ ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსებაში უფრო აქტიურად ჩართვას?

 


-ეს ინიციატივა მხარს უჭერს საქართველოს ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებას, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის უკეთეს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოს კაპიტალური ბაზრების განვითარებისთვის ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას, განსაკუთრებით ქვეყნის კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდებისა და ადგილობრივი ვალუტის ბაზრებს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოში კერძო სექტორის პროექტების მხარდაჭერას, განსაკუთრებით ისეთი პროექტებისას, რომლებიც ადამიანური რესურსების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

- აზიის განვითარების ბანკმა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის 255 მლნ ევრო გამოყო. ხომ არ იგეგმება, სხვა მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება?

 

-შორაპანი-არგვეთას გზის მონაკვეთის გაუმჯობესების პროექტი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე ტრანსპორტის ეფექტიან და უსაფრთხო გადაადგილებას. პროექტი მოიცავს ახალი ოთხზოლიანი გზის მშენებლობას, წვდომას მეორადი მნიშვნელობის გზებზე და გზაზე დასასვენებელი ადგილების მოწყობას.  

 

შარშან ADB-მა 415 მილიონი დოლარის (ექვივალენტი ევროში) ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის. ამ გზის განახლება, რომელიც ახლა საფრთხის შემცველი და ავტოტრანსპორტით გადატვირთულია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტრანსპორტის მიმოსვლას და შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს. შემოვლითი გზისა და გრძელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და ამ რეგიონში ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ეს ორი პროექტი განსაკუთრებით შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირთან, ცენტრალური აზიისა და მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებას. ისინი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მთავრობის დასახული გეგმის განხორციელებაში-გახადონ საქართველო აზიასა და ევროპას შორის ტრანსპორტისა და ეკონომიკური დერეფანი.

 

- საქართველოში განსახორციელებელ რომელ ყველაზე მნიშვნელოვან საინვესტიციო და ეკონომიკურ პროექტებს გამოყოფდით მათ შორის, რომლის განხორციელებაშიც ჩართულია აზიის განვითარების ბანკი?

 

-შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე და ქვეშეთი-კობის მონაკვეთი ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფანში დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ორი მთავარი პროექტია, რომლებიც აზიასა და ევროპას შორის საქართველოს ტრანსპორტისა და ეკონომიკური დერეფნის პოტენციალის რეალიზებას შეუწყობს ხელს. ეს პროექტები ასევე გააუმჯობესებს საქართველოს რეგიონებს შორის კომუნიკაციას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას მათ შორის ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას. ასევე ვხედავთ, რომ ანაკლიაში პორტსა და თავისუფალ ეკონომიკურ ზონას დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს საერთაშორისო ბაზრებთან კავშირების გამყარების კუთხით.

 

ჩვენ ასევე დავეხმარებით საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის გაღრმავებაში რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ინიციატივებით, როგორიცაა საქართველოს წევრობა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამაში (CAREC).

 

ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა და მომდევნო რამდენიმე წელი ჩვენ შევეცდებით ხელი შევუწყოთ ინვესტიციების განხორციელებას განახლებადი ენერგიის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, წყლისა და წყალარინების, ტურიზმის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში რთულად მისაწვდომ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

 

ჩვენი ურბანული ოპერაციები მიმართული იქნება ქალაქების უფრო მდგრადი განვითარებისკენ.  ახლახან მოვაწერეთ ხელი 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს, რომელიც ითვალისწინებს  საქართველოს ქალაქების გაუმჯობესებისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის 5 წლიანი პროგრამის მომზადებას. ამასთან ჩვენი მხარდაჭერა ექნება განათლების რეფორმას და ვეცდებით წვლილი შევიტანოთ განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მთავრობამ მშპ-ს 6%-ის განათლებაში დახარჯვის შესახებ განაცხადა და პრიორიტეტად ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარება დაისახა.

 

-თქვენი აზრით, რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო და რა მიმართულებებით საჭიროებს განვითარებას, იმისათვის რომ ქვეყანას იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს ვიდრე დღეს აქვს?

 

-2030 წლამდე უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად საქართველოს  ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის დაახლოებით 5%-იან ნიშნულზე შენარჩუნება დასჭირდება. საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომიდინარე, მას შეუძლია კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს აზიასა და ევროპას შორის ტრანსპორტისა და ეკონომიკური დერეფნის არსებული პონტეციალის სრულად გამოყენებით.

 

საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ა.შ. თუმცა ქვეყანა მეტ სარგებელს მიიღებს გაუმჯობესებული წარმოებით და მეტი საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციით.

 

უმუშევრობა შედარებით მაღალია (12.7% 2018 წელს) განსაკუთრებით ახალგაზრდებში და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია განათლებასთან, რომელიც ახალგაზრდებს სამუშაო ბაზრისთვის სათანადოდ  ვერ ამზადებს. მოსახლეობის დაბერებასთან ერთად შემცირებული ადამიანური რესურსი ასევე იმოქმედებს ეკონომიკაზე. ამ მხრივ ქალთა ჩართულობა სამუშაო ბაზარზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 2004 წელს 34%-დან, 2018 წელს 20%-მდე შემცირდა. ამავე დროს ქვეყანამ ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მას ასევე ტურიზმის სექტორის განვითარების უნიკალური შანსი აქვს, შესაბამისად ბუნებრივი კაპიტალის დაცვა ეკონომიკური ზრდის გასაღები იქნება. აზიის განვითარების ბანკი, როგორც ყოველთვის, ახლაც აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up