საქართველოს შესაძლოა აქვს პოტენციალი სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის დარგებში 850 მლნ დოლარის იმპორტი ჩაანაცვლოს, მაგრამ ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს“

საქართველოს შესაძლოა აქვს პოტენციალი სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის დარგებში 850 მლნ დოლარის იმპორტი ჩაანაცვლოს, მაგრამ ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს“

access_time2020-06-26 10:00:34

საქართველოს აქვს პოტენციალი სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის დარგების ხელშეწყობით დაახლოებით 850 მლნ დოლარის იმპორტი ჩაანაცვლოს და ასევე ექსპორტის დივერსიფიცირება შეძლოს. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ ახალ ანგარიშშია მოცემული.


ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიამ წინა პლანზე წამოწია ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების აუცილებლობა, ვინაიდან ჩინეთის ჩაკეტვამ და მიწოდების ქსელების მოშლამ ბევრი კომპანიის პარალიზება გამოიწვია. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეს პანდემია მნიშვნელოვნად შეცვლის მომავალი ათწლეულის მსოფლიო ეკონომიკურ მოდელს - ეკონომიკები უფრო ავტონომიურები გახდებიან, ფოკუსირება მოხდება მიწოდების ჯაჭვების რეგიონალურ კონცეტრაციასა და რეგიონული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ახალი მოდელი წარმოების პოტენციალის ამაღლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.


სოფლის მეურნეობაში წარმოების განვითარების პოტენციალი იკვეთება შემდეგ მიმართულებებში: ხორცი და რძის პროდუქტები, მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი, საკვების გადამუშავება. ამ მიმართულებით, საქართველოს აქვს 400 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იმპორტის ჩანაცვლებისა და ასევე ექსპორტის დივერსიფიცირების შესაძლებლობა. დარგის მთავარ გამოწვევად რჩება მიწების კონსოლიდაცია და დაბალი პროდუქტიულობა.


მშენებლობა საკმაოდ იმპორტ-ტევადია, და ჩვენი შეფასებით გარკვეული მიმართულებებით ადგილობრივი წარმოების წახალისებით შესაძლებელი იქნება 450 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იმპორტის ჩანაცვლება. პირველადი შეფასებით მიზანშეწონილია შემდეგი პროდუქტების წარმოების წახალისება: კაბელები, არმატურა, პლასტმასი, საღებავები, ავეჯი,  წყლის გამაცხელებლები, ლითონის მასალები, ხის მასალა, კერამიკის ნაწარმი, ცემენტის კლინკერი“, - აღნიშნულია ანგარიშში.





ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ რეალურად საქრთველოს ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი, რომ იმპორტის რაღაც ნაწილი ბევრ დარგში ჩაანაცვლოს, თუმცა ქვეყნისთვის იმპორტის ჩანაცვლება ზოგადად თვითმიზანი არ უნდა იყოს.


„დღეს საქართველოს ეკონომიკას გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, შესაძლოა საქართველოს აქვს პოტენციალი სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის დარგებში 850 მლნ დოლარის იმპორტი ჩაანაცვლოს, მაგრამ იმპორტის ჩანაცვლება თვითმიზანი არ უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა სხვა ქვეყანაში რაღაც უფრო იაფად და ხარისხიანად კეთდება, თუნდაც სოფლის მეურნეობის და მშენებლობის კუთხით და ჩვენ რომ თვითმიზანი გავიხადოთ ყველაფერი ვაწარმოოთ თუნდაც ძვირად ან უხარისხოდ და ის პროდუქცია მოვიხმაროდ მარტო იმიტომ, რომ საქართველოში არის წარმოებული, ეს რა თქმა უნდა არასწორია. თუმცა, ის ფაქტი, რომ ლარი ისევ უფასურდება, იმპორტი გვიძვირდება და ნაკლებად გვაქვს უნარი, რომ დიდი რაოდენობით იმპორტირება გავაკეთოთ - ეს რეალობაა. იმპორტი ნაწილობრივ იმიტომ არის შემცირებული, რომ აღარ გვაქვს უნარი შევისყიდოთ საზღვარგარეთიდან იმდენი პროდუქცია რამდენიც აქამდე შეგვეძლო, ეს იმპორტის შემცირების ცუდი მიზეზია“, -განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.


ანგარიშის მიხედვით, წარმოების დაბალი ბაზის პირობებში გამომუშავებული შემოსავლების ძირითადი ნაწილი იმპორტზე არის მიმართული და 2019 წელს ტურისტების მიერ დახარჯული 3.3 მლრდ. აშშ დოლარიდან ქვეყნის შიგნით მხოლოდ 1.3 მლრდ. აშშ დოლარი დარჩა. გიგა ბედინეიშვილი ეთანხმება „გალტ ენდ თაგარტის“ ანგარიშს, რომ შემოსავლების ძირითადი ნაწილი იმპორტზე არის მიმართული. თუმცა მიიჩნევს, რომ თუ იპორტის ჩანაცვლება იმ დარგში არ ხდება სადაც ქვეყანას კონკურენტული უპირატესობა აქვს, მაშინ ადამიანების ცხოვრების დონე უარესდება, რადგან მათ ძვირადღირებული და უხარისხო ადგილობრივი პროდუქციის შეძენა უწევთ.


„ზოგადად იმპორტის ჩანაცვლება თუ ეს არ ხდება იმით, რომ კონკურენტული უპირატესობა გვაქვს შექმნილი, ადამიანების ცხოვრების დონის გაუარესებას ნიშნავს. წარმოიდგინეთ ვაწარმოებთ ისეთ პროდუქციას რომელიც უფრო ძვირი გვიჯდება ვიდრე სხვა ქვეყნებს და იმპორტის ჩანაცვლებით ვაიძულებთ მოქალაქეებს აქ წარმოებული შეიძინონ. ჰიპოთეტურათ იმაზე საუბარი რომ პოტენციალი გვაქვს, რა თქმა უნდა სწორია, რომ იყოს უფრო გამჭვირვალე პოლიტიკური პროცესი, სამართლიანი სასამართლო, დაბალი გადასახადები, მეტი უცხოური ინვესტიციები და სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ამ შემთხვევაში მეტს ვაწარმოებთ და ექსპორტსაც გავზრდით.


სხვადასხვა დარგის განსავითარებლად, საჭიროა ადამიანებს თავისუფლება მივცეთ და გადასახადების სახით ნაკლები ფული წავართვათ, რომ თვითონ მოიფიქრონ თავისი ფული რომელ დარგში დააბანდონ. საქართველოს რეალურად არაფერი აქვს, მაგალითად აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რომელსაც ნავთობი აქვს ან ყატართან მიმართებაში სადაც  გაზი არის, მაგრამ ვთვლი, რომ ეს პირიქით, კარგია. არაფერი რომ არ გვაქვს იძულებული ვართ ცოტ-ცოტა ყველაფერი განვავითაროთ და მივიღოთ დივერსიფიცირებული ეკონომიკა, რომელიც გაცილებით უფრო მდგრადია ვიდრე ერთ რაღაცაზე ჩამოკიდებული ეკონომიკა. ჩვენ დივერსიფიცირებული ეკონომიკა გვაქვს, რომელიც ასე თუ ისე ვითარდება, სწორედ დივერსიფიცირება გვაძლევს იმას, რომ მიუხედავად მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა ეკონომიკის ზრდა მაინც გვაქვს“, - განმარტავს ეკონომისტი.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up