საქართველოს საყურადღებოდ - ევროკავშირი მოლდავეთის წინააღმდეგ  სანქციებს ამზადებს

საქართველოს საყურადღებოდ - ევროკავშირი მოლდავეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

access_time2018-11-15 20:00:27


ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია მოლდავეთის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.



შეთანხმება  2014 წელს გაფორმდა და იმავე წელს, ქვეყანამ, რომელსაც მაშინ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთოსანს“უწოდებდნენ, იმავე წელს ევროკავშირთან  უვიზო რეჟიმი მიიღო.



ამის შემდეგ  რამდენიმე წელი გავიდა და დადებითი შეფასებებიც უკვალოდ გაქრა - ევროკავშირის ამჟამინდელი დასკვნა  უკიდურესად მკაცრია  - იმ დონემდე, რომ არ არის გამორიცხული მოლდავეთის მმართველი კლასის  წარმომადგენლების მიმართ სანქციები დაწესდეს.



2014 წლისგან განსხვავებით, 2018 წელს მოლდავეთი შეფასდა როგორც ოლიგარქების მიერ მიტაცებული სახელმწიფო, სადაც მთელს ძალაუფლებას აკონტროლებს მცირე ჯგუფი, რომლის გავლენის ქვეშაც იმყოფება პარლამენტი, მთავრობა, პოლიტიკური პარტიები, პოლიცია, სასამართლო და მასმედია.



რეზოლუციაში აღინიშნა - „დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებული ძირითადი ფასეულობებისგან მნიშვნელოვანი გადახვევა“, ზეწოლა ოპოზიციაზე და საინფორმაციო საშუალებებზე.



 დოკუმენტის თანახმად, იუსტიცია გამოიყენება უფლებადამცველების და ოპოზიციის დევნისთვის. ასევე ტექსტში ნახსენებია მოლდავეთის მთავარი ოლიგარქი, სახელისუფლებო დემოკრატიული პარტიის ლიდერი და რეალური ფარული მმართველი ვლადიმერ პლახოტნიუკი. ევროპარლამენტმა გამოხატა შეშფოთება იმაზე, რომ პლახოტნიუკის ოპონენტებზე ხორციელდება ზეწოლა.



მოხსენება არ შემოიფარგლება მხოლოდ პრობლემების ჩამოთვლით - მასში ნათქვამია, რომ 2018 წელს ევროკავშირმა შეუწყვიტა დახმარება მოლდავეთს და მისი აღდგენა შესაძლებელი იქნება 2019 წლის 24 თებერვალს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ჩაივლის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.



ბრიუსელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შეწყვეტილია მოლდავეთისთვის დახმარების ყველა პროგრამა - საუბარია, როგორც მინიმუმ 100 მლნ. ევროზე, ისიც მხოლოდ ერთი პროგრამის ფარგლებში.



ევროპარლამენტარების განცხადებით, ყველა პროგრამის დაფინანსება შეჩერებულია მანამ, ვიდრე მოლდავეთის ხელისუფლება არ აჩვენებს „მნიშვნელოვან პროგრესს“ დემოკრატიული სტანდარტების დანერგვაში.




რეზოლუციაში ნახსენებია უვიზო რეჟიმიც. ევროპარლამენტარების განცხადებით, მოლდავეთისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება „ავალდებულებს ქვეყნის ხელისუფლებას უფრო ეფექტურად ებრძოლოს კორუფციას და ფულის გათეთრებას, რასაც ის არ აკეთებს“.



დოკუმენტში არაა ღია ტექსტით გამოთქმული უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარა, თუმცა პირველად ამდენი წლის მანძილზე მისი შემდგომი გაგრძელდება პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყანაში შიდა სიტუაციის გაუმჯობესებასთან.



დოკუმენტში ასევე ნახსენებია თემა,  რომელიც არასდროს იყო აქტუალური არათუ მოლდავეთის, არამედ რუსეთის გარდა არც ერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს მიმართ - პერსონალური სანქციების შემოღების შესაძლებლობა.



ევროპარლამენტარები ურჩევენ ევროსაბჭოს იფიქროს წერტილოვან პერსონალური სანქციებზე იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებსაც აქვთ შეხება 2014 წელს 3 მოლდავური ბანკიდან 1 მლრდ. დოლარის გატანასთან. თუმცა, რეზოლუციაში არაა მითითებული შესაძლო სანქციების სიის ფიგურანტთა კონკრეტული გვარები.



რეზოლუციის ირგვლივ დებატების დროს ევროკავშირის მომხსენებელმა მოლდავეთის საკითხზე პეტრას აუშტრავიჩუსმა განაცხადა, რომ ბოლო წლების მანძილზე მოლდავეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომლის მიმართაც ამოქმედდა ისეთი, ძალიან იშვიათი ზომა, როგორც დაფინანსების შეწყვეტა.



ევროკომისარმა გაფართოების საკითხში იოჰანეს ჰანმა კი განაცხადა, რომ ბრიუსელში ვერ ხედავენ მოლდავეთის მთავრობის რაიმე რეაქციას ევროპის შეშფოთებაზე ქვეყენაში შექმნილი ვითარების გამო.



„ამიტომაც,  ჩვენ შევამცირეთ მოლდავეთის სახელმწიფოს მხარდაჭერა და დავტოვეთ მხოლოდ ის, რასაც მოაქვს პირდაპირი სარგებელი მოქალაქეებისთვის - დახმარება მასმედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, მცირე ბიზნესს,“   - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.



ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იულიან გროზამ განაცხადა, რომ „ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ბოლო წლებში ხელისუფლების ქმედებების პირდაპირი შედეგი“.



სტრატეგიული ინიციატივების კიშინიოვის ინსტიტუტის დირექტორის ვლადისლავ კულმინისკის თქმით, მოხსენება მთლიანად და ზუსტად ასახავს ქვეყანაში შექმნილ რეალობას.



„ტექსტში პირდაპირაა ნათქვამი, რომ დემოკრატიულმა პარტია აქცია მოლდავეთი ნაცრისფერ ზონად, სადაც მმართველმა კლანმა, ფაქტობრივად,  ხელში ჩაიგდო  სახელმწიფო, გადაწერა თამაშის წესები თავისი საეჭვო მიზნებისთვის, არღვევს დემოკრატიულ ნორმებს, დევნის ოპოზიციას და მასმედიას. თუმცა, ამ უმკაცრესი გაფრთხილების მიუხედავათ, ამ ეტაპზე არაფერი არ შეიცვლება“ - თვლის ექსპერტი.



მისი თქმით, ამის მიზეზია ძალიან მაღალი ფსონი და საფრთხეები დღევანდელი ხელისუფლების წინაშე.



„ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში მათ ელით სერიოზული გამოძიებები და, სავარაუდოდ, მოუწევთ გაქცევა ქვეყნიდან, ამიტომაც ისინი ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ამის შესაძლებლობები,“ - ამბობს კულმინსკი.



ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტის უმკაცრეს პოზიციას ექნება პრაქტიკული შედეგები.



„მთავრობის დაფინანსება შეწყდა, სავარაუდოდ, არ იქნება აღიარებული 2019 წლის არჩევნების შედეგები, რადგან დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ იქნება ძალიან ბევრი დარღვევები. ეს გარკვეულწილად გაზრდის ხელისუფლების შეცვლის შანსებს, რადგანაც ევროკავშირი გაზრდის სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მასმედიას დაფინანსებას, ეს კი შეასუსტებს ხელისუფლებას,“ - ვარაუდობს კულმინსკი.



kommersant.ru





„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up