საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 105 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 105 მლნ ლარით გაიზარდა

access_time2018-10-12 16:50:55

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 105 მილიონი ლარით გაიზარდა.
მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 13,441 მილიარდ ლარს (5,140 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა. 31 აგვისტოს მონაცემებით კი ვალის მოცულობა 13, 336 მილიარდ ლარს შეადგენდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA); აზიის განვითარების ბანკი (ADB) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA -ს მიმართ ვალი 30 სექტემბრის მდგომარეობით 2,835 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს; ADB-ის მიმართ ვალი 1,849 მილიარდ ლარზე მეტია; ხოლო IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 2,031 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვალი კი 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 328 385 000 ლარს შეადგენს.



BPN






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up