სააგენტო „იუპიაი“ - საქართველოს სახელის მნიშვნელობა იზრდება

სააგენტო „იუპიაი“ - საქართველოს სახელის მნიშვნელობა იზრდება

access_time2020-05-15 10:25:43

როდესაც მსოფლიო ებრძვის სიკვდილს და არეულობას გლობალური პანდემიის გამო, შავი ზღვის რეგიონში არის პატარა ქვეყანა, რომელიც ჯერჯერობით განსაკუთრებით კარგად მართავს კრიზისს: საქართველო. ეს კი ამ ქვეყანამ შეძლო თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირის, შეერთებული შტატების დახმარებით.


26 თებერვალს, თბილისში მთავრობამ დაადასტურა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. დღეს საქართველოში სულ 652 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელდა და მხოლოდ 12 დაიღუპა. ქვეყნის წარმატება ინფექციის გავრცელების შემცირებასა და სიკვდილიანობის დაბალი დონის უზრუნველყოფაში არ არის შემთხვევითი. მთავრობა ყველას უტარებს უფასო სკრინინგს და მკურნალობას, გადაუდებელი დახმარების ცენტრებში ადგილები უამრავია და საკარანტინო ზომები ხორციელდება მკაცრ რეჟიმში.


უწყებათაშორისი სამთავრობო რეაგირების ჯგუფები იანვრის დასაწყისში შეხვდნენ გეგმის შესამუშავებლად. წლის დასაწყისში, სწრაფად შეჩერდა ფრენები ჩინეთის მიმართულებით და ჩინეთიდან და სხვა ცხელ წერტილებში, როგორებიცაა ირანი და იტალია. ქვეყანა ასევე იყო პირველი, ვინც აეროპორტის სკრინინგები ჩაატარა ინფიცირებულთათვის. მედია კამპანიამ კი ჯანდაცვის ექსპერტების ხელმძღვანელობით საზოგადოების ცნობიერება აამაღლა და პანიკა შეამცირა.


პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებას ხელი შეუწყო საიმედო მოკავშირეების არსებობამ მთელს მსოფლიოში. ამ კოორდინაციის ცენტრში არის აშშ-ს მიერ დაფინანსებული რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, მსოფლიო დონის დაწესებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ფლობს და მართავს. ასობით COVID-19 ტესტის დამუშავების შესაძლებლობით 24 საათზე ნაკლებ დროში, ცენტრი გახდა ძირითადი კვლევითი რესურსი შედეგებისა და საუკეთესო პრაქტიკის მრივ, არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც.


აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, შეაქო საქართველოს მთავრობა პროაქტიული ნაბიჯებისთვის, რომელთა მეშვეობითაც შეაკავეს კორონავირუსის გავრცელება და შემდგომი დახმარებისთვის პანდემიის განმავლობაში. სამწუხაროდ, ცივი ომის ნოსტალგიური განწყობით, შეთქმულების თეორეტიკოსებმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგმეს ლუგარის ცენტრი და უწოდეს აშშ-ს მიერ დაფინანსებული ბიო იარაღის საკვლევი კერა.


ეს არ არის პირველი გლობალური კრიზისი, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ერი გვერდიგვერდ დგას შეერთებულ შტატებთან.



როდესაც შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა მე – 5 მუხლი 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ - ალიანსის ისტორიაში პირველი და ერთადერთი შემთხევა - საქართველომ ჯარი, ინფრასტრუქტურა და მატერიალური რესურსი გამოყო ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების მიზნებისთვის. ბოლო რვა წლის განმავლობაში, საქართველო დარჩა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში გადამწყვეტი დახმარების მისიაში. 11,000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა ავღანეთში აშშ-ს მეთაურობით ტერორიზმის წინააღმდეგ ომში და ჰქონდათ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ISAF- ის ჯარების ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ დანაკარგის მხრივ. 7,800 ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა აშშ-ს ძალებთან ერთად ოპერაციაში ერაყის თავისუფლებისთვის.


ვაშინგტონს აქვს მცირე ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისათვის ძლიერი ორმხრივი მხარდაჭერის ჩანაწერები 2001 წლიდან, როდესაც ეს ორი პარტნიორები გახდნენ ტერორის წინააღმდეგ. უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის ისტორიაში შედის 2002 წლის საქართველოს ვარჯიშისა და აღჭურვის პროგრამა, 2005 წლის საქართველოს მდგრადობისა და სტაბილურობის პროგრამები და, უფრო ახალი, 2016 წლის მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის გაღრმავების შესახებ - ეს ყველაფერი ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის განვითარებაზე.


2018 წლის ივლისის ბრიუსელის სამიტზე შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა 2008 წლის დაპირება, რომ მხარს დაუჭერს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ მნიშვნელოვან საქმეს შეეჭიდა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისთის ვაშინგტონ თაიმსთან და გამოეხმაურა აშშ-ს თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის, გამოხატულ სენტიმენტებს მიუნხენის თავდაცვის 56-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე.


ასეთი ნაბიჯს ნამდვილად დაუპირისპირდება კრემლი, მაგრამ ნატოში სრულად ინტეგრირებული საქართველო უდავოდ გაზრდიდა რუსეთის მოქმედებების საფასურს რეგიონში და ხელს შეუწყობდა ნატოს მთავარ სტრატეგიულ აქტივობას - შეფერხებას. საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატო-ს სამხედრო ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტი 2-პროცენტიან ვალდებულებას, აქვს ალიანსთან ერთობლივი წვრთნების ისტორია და უკვე ნაჩვენები შესაძლებლობები სამხედრო ურთიერთთანამშრომლობისთვის.


რუსეთის მზარდი თავგადასავლების ძიების პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ღია საომარ მოქმედებებს უკრაინასა და სირიაში, ისე შარშანდელ კიბერშეტევებს საქართველოზე, არ შეიძლება შეჩერდეს და თავიდან იქნას აცილებული საიმედო და ძლიერი რეგიონული ურთიერთობების გარეშე. როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს მიწოდების ქსელები და სავაჭრო მარშრუტები ჩინეთს ჩამოაშოროს, საქართველოს ადგილმდებარეობა, საქმიანი, მეგობრული პოლიტიკა და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორობა უფრო მიმზიდველ ადგილს ხდის ქვეყანას საწარმო და სატრანსპორტო ობიექტების განსათავსებლად. ისეთი კანონმდებლობის მიღება, როგორიცაა შარშან გამოცემული საქართველოს მხარდაჭერის აქტი, პოზიტიური ნაბიჯი იყო ამ სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებაში.


შეერთებულმა შტატებმა უნდა განაგრძოს საპასუხო კეთილგანწყობის გამოჩენა თავისი შავი ზღვის პარტნიორის მიმართ, დაეხმაროს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების და ახლა, COVID-19-თან დაკავშირებით თანამშრომლობის მიმართულებით, ქვეყნის წარმატებების გათვალისწინებით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გეოპოლოტიკური სირთულეების პერიოდში საიმედო პარტნიორების საჭიროება უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე.


ჯეიმს გრანტი არის ენერგეტიკის, ზრდისა და უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი საერთაშორისო საგადასახადო და ინვესტიციების ცენტრში, რომელიც დამოუკიდებელი, არაკომერციული კვლევისა და განათლების ორგანიზაციაა. ცენტრი ხელს უწყობს საგადასახადო რეფორმას და საჯარო თუ კერძო ინიციატივებს გარდამავალ და განვითარებად ეკონომიკებში ინვესტიციების კლიმატის გაუმჯობესების მიზნით.


წყარო: upi.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up