საქართველოს სავალუტო რეზერვები მეორე თვეა მცირდება

საქართველოს სავალუტო რეზერვები მეორე თვეა მცირდება

access_time2018-12-07 10:57:37

 საქართველოს სავალუტო რეზერვები მეორე თვეა მცირდება.


ეროვნული ბანკის სტატისტიკით, სარეზერვო აქტივების მოცულობა 1 დეკემბრისთვის, 3.088 მლრდ დოლარამდე შემცირდა. ბოლო 1 თვეში კლება 6.7 მილიონია. წლიურად რეზერვების მოცულობა 89 მილიონიან ზრდას აჩვენებს.


სარეზერვო აქტივებში 2.88 მილიარდი უცხოური ვალუტის რეზერვია, 199.7 მლნ სავალუტო ფონდის SDR -ები.



საქართველოს არასაკმარის რეზერვებზე მუდმივად მიუთითებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ფონდის შეფასებით, საქართველოში სავალუტო რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა. ამასთან, დადგენილ მინიმალურ სტანდარტს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ პასუხობს.


ამ ვითარების გამოსწორებას ცდილობს ეროვნული ბანკი, რომელიც დროდადრო რეზერვების შესავსებად ბაზრიდან დოლარს ყიდულობს.


" ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე და ამიტომ, როდესაც ბაზარი ამის საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ყოველთვის შევისყიდით უცხოურ ვალუტას იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შევავსოთ“, - განმარტა ადრე კობა გვენეტაძემ.


GBC






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up