საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭომ კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით იმსჯელა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭომ კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით იმსჯელა

access_time2019-01-28 18:25:49


საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრმა ბიზნეს-ასოციაციებმა კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართული შეხვედრის მთავარი თემა ასეთი ტიპის ტენდერების შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები იყო. აღნიშნული შეხვედრის გამართვის მიზეზი საბჭოს წევრის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის პირადი გამოცდილება გახდა.


„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს შეხვედრის მთავარი თემა დღეს არის სახელმწიფო შესყიდვების საკითხი. საბჭოს წევრი ორგანიზაცია - ფერმერთა ასოციაცია და მისი თავმჯდომარე გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ შეხვედრის ორგანიზება და ამ საკითხზე მსჯელობა. ეს განსაკუთრებით აინტერესებთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რეგიონებშიც ხშირად არის ამ თემატიკასთან დაკავშირებული კითხვები", - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.


მისივე თქმით, პალატა, როგორც ერთგვარი შუამავალი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, ამ კონკრეტული პრობლემის განსახილველად საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმას კიდევ შექმნის და შემდეგი შეხვედრა შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით დაიგეგმება.




„კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს უნდა მიიღოს მონაწილეობა ან უკმაყოფილოა იმ გადაწყვეტილებით, რასაც კომისია მიიღებს, მას არ აქვს გასაჩივრების საშუალება, რადგან დავების საბჭო ამ კონკრეტულ მომენტში არ მოქმედებს. ეს უნდა გადავიდეს სასამართლოში, სასამართლო არაა უფლებამოსილი, რომ ტენდერი შეაჩეროს. შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებული აგრძელებს მონაწილეობას. დავა დაახლოებით წელიწადნახევარი გრძელდება, ტენდერს კი ვადა ერთ წელში ეწურება.", - აცხადებს ზამბახიძე.
შეხვედრის მიმდინარეობისას პალატის საბჭომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესის პოზიციები შეაჯერა. პალატის საბჭოს წევრებთან ერთად ღონისძიებაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც მონაწილეობდა.
საბჭო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველობის ერთ-ერთი ორგანოა. მასში ამ ეტაპზე საქართველოს ყველაზე მსხვილი, 38 ბიზნეს-ასოციაციაა გაერთიანებული.





რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up