საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ჰონგ-კონგის ბიზნეს-დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ჰონგ-კონგის ბიზნეს-დელეგაციას უმასპინძლა

access_time2018-11-27 22:09:43

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ჰონგ-კონგის ბიზნეს-დელეგაციას უმასპინძლა. აღნიშნული დელეგაციის შემადგენლობაში 7 მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი პირები იყვნენ, რომლებიც ძირითადად მწარმოებლებს წარმოადგენდნენ.

ისინი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობით იყვნენ დაინტერესებულნი, შესაბამისად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დელეგაციას შეხვედრები დაუგეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ნოდარ კერესელიძესთან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან, საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან ირაკლი ლექვინაძესთან, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან დავით საგანელიძესთან და ასევე „ტექნოპარკში“.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, სადაც ნინო ჩიქოვანმა დელეგაციის წევრებს პალატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის ჭრილში. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა საქართველოსა და ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც ვაჭრობის გაღრმავების მიმართულებით ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. ასევე, შეხვედრაზე მნიშვნელოვნად შეფასდა ბიზნეს-სექტორებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება და გამოითქვა ინიციატივა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ.

 


ჰონგ-კონგის დელეგაცია საქართველოში სტამბოლში გამართული აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის კონფერენციიდან ჩამოვიდა, რომელშიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი მონაწილეობდა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

თემურ ბასილია “პროგრეს ბანკიდან” საეჭვო გადარიცხვებზე–“ან ეროვნული ბანკი ცრუობს, ან მისი საზედამხედველო ფუნქცია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს”

თემურ ბასილია “პროგრეს ბანკიდან” საეჭვო გადარიცხვებზე–“ან ეროვნული ბანკი ცრუობს, ან მისი საზედამხედველო ფუნქცია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს”
access_time2019-10-21 10:00:24
ამერიკაში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ ბოლო დღეებში საკმაოდ რეზონანსულ თემაზე საუბრობს. საუბარია, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამერიკელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა დევიდ ბლოსმა  “პროგრეს ბანკის” ტრანზაქციების შესწავლისას მასში საეჭვო გადარიცხვები აღმოაჩინა. მისი თქმით, ბანკიდან პერიოდულად ფული ქრებოდა რამაც მას ეჭვები კიდევ უფრო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up