„გამოკითხულ მეწარმეთა 52% -ი  რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული გახდა თანამშრომლები დაეთხოვა“- საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა

„გამოკითხულ მეწარმეთა 52% -ი რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული გახდა თანამშრომლები დაეთხოვა“- საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა

access_time2020-04-10 15:40:48

საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატამ კოვიდ 19 -ის ბიზნესზე გავლენის შესაფასებლად კვლევა ჩაატარა. გამოკითხვაში პალატის 615 წევრმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, რომელთა ძირითადი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელია. კვლევა მოიცავს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 25-30 მარტის ჩათვლით, კერძო სექტორზე ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვების დაწესებამდე პერიოდს. შეზღუდვების დაწესების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული კვლევის ჩატარებას პალატა უახლოეს მომავალში გეგმავს.



კვლევის საკითხები თანამშრომელთა სამუშაო ადგილებიდან დათხოვნას და არსებულ პირობებს, გამოწვევებსა და ხელშეწყობის მექანიზმებს შეეხო.



გამოკითხულ მეწარმეთა უმრავლესობას ათამდე თანამშრომელი ჰყავს. რესპოდენტთა 52% აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული გახდა თანამშრომლები დაეთხოვა. დათხოვილი თანამშრომლები (70.5%) ხელფასის სრულად შენარჩუნებით გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში, ნაწილობრივი ანაზღაურებით (19.1%) ან ანაზღაურების გარეშე (10.4%).



შექმნილმა ვითარებამ მხოლოდ მეწარმეთა მცირე ნაწილზე არ იქონია გავლენა (12.4%). არსებულ ვითარებას ბიზნესის შემაფერხებლად მიიჩნევს გამოკითხულთა 90%-ზე მეტი, მათშორის ყველაზე აქტუალურ პრობლემად ფიქსირდება ორგანიზაციის საქმიანობის სრულად შეჩერება (27.7%) ან შეფერხება (12.2%). საწარმოთა ნაწილს (3%) უჭირთ ცვლებში ან შეზღუდული სამუშაო გრაფიკით მუშაობა, არ გააჩნიათ დისტანციურად ოპერირების გამოცდილება და უნარები.



მეწარმეები მიიჩნევენ, რომ მათ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რაც წარმოადგენს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობას.



კვლევის თანახმად, ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა შეკვეთების შემცირება ან გაუქმებაა (10.2% ). ასევე სახელდება გაყიდვები, მათ შორის ექსპორტი ( 11%). ამასთან, ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიების უმრავლესობას (გამოკითხულთა შორის 5.3% იყო ტურისტული კომპანიები) სრულად გაუუქმდათ ჯავშნები. რესპოდენტთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ნედლეული არსებითად გაძვირდა, აღარ არის ხელმისაწვდომი ან მათი შესყიდვა შეფერხდა (11.5%), რაც გაცვლითი კურსის ცვლილებით და გაძვირებული იჯარის პირობებში (6.3 %) პირდაპირ აისახება წარმოებაზე და წარმოებული პროდუქტის ფასზე.



მეწარმეთა ნაწილი აცხადებს, რომ არსებულ მდგომარეობას სამეწარმეო საქმიანობაში არსებითი ცვლილებები არ გამოუწვევია (9.7%).



გამოკითხულთა 15.1% ფიქრობს, რომ ბიზნესის მდგრადობისთვის, სახელმწიფომ დროებით უნდა შეამციროს, ან საერთოდ გააუქმოს გადასახადები. მეწარმეთა ცალკეულ ნაწილს აქვს სირთულეები მიმდინარე სესხებთან და დავალიანებებთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შეღავათიანი, გრძელვადიანი სესხი (12%), არსებული სესხის გადავადება ან სუბსიდირება (5%). ნაწილი კი, ბიზნესის მდგრადობისთვის ცალკეულ წინაპირობებს ასახელებს. კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება შეზღუდვების გარეშე (14.8%) და გაცვლითი კურსის სტაბილურობა (7.9%). 16.6%-ის თანახმად კი, მათ ბიზნესისთვის აუცილებელია პირდაპირი ფინანსური დახმარება გრანტის ან ახალი პროექტების დაფინანსების გზით.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up