საქართველოს სატრანზიტო გზებზე მალფუჭებადი ტვირთები პრიორიტეტული გახდა

საქართველოს სატრანზიტო გზებზე მალფუჭებადი ტვირთები პრიორიტეტული გახდა

access_time2021-08-05 17:00:04

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 23 ივლისს გამოაცხადა საპატრულო პოლიციასთან მალფუჭებადი ტვირთების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლის დანერგვასთან დაკავშირებით. როგორ დაეხმარება ეს ხილ–ბოსტნეულის ექსპორტიორებს?


ინფორმაციის თანახმად, ინფორმაციის გაცვლის ახალი ელექტრონული სისტემა საშუალებას იძლევა, საპატრულო პოლიციამ შეამოწმოს ინფორმაცია მალფუჭებადი/პრიორიტეტული ტვირთის შესახებ კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და გზებზე მათი გადაადგილების პრიორიტეტულლობა განსაზღვრონ.


გარდა ამისა, ექსპორტიორებს გაუმარტივდათ პროდუქტის წარმოშობის სერტიფიკატის მიღება, რაც უკვე ელექტრონულადაც შესაძლებელია. თუ ექსპორტიორი მიუთითებს, რომ პროდუქტი მალფუჭებადია, განაცხადი პრიორიტეტულ რიგში ჩადგება და საბაჟოს თანამშრომელი უმოკლეს დროში გასცემს სერტიფიკატს.


ამ ცვლილებებს წინ უძღოდა კენკრის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიის „აგროსტორი“ განცხადება სოციალურ ქსელებში, რომელიც კენკრის ექსპორტის პროცესში არსებულ სირთულეებს შეეხებოდა. პრობლემის წამოჭრამ ფართო დისკუსია გამოიწვია.



ექსპორტიორები აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია სატრანზიტო გზებზე პიკური დატვირთვის მართვისათვის. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მარშრუტი, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს, ამ მიმართულებით ცხელ წერტილად ითვლება. აქ პიკური პერიოდები ხშირად უამინდობას, ან სეზონური პროდუქციის ექსპორტის მოცულობის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. გარდა ამისა, ტრანსპორტის ინტენსიური მოწრაობა წლის ნებისმიერ პერიოდში შეიძლება წარმოიქმნას. ამჟამად საქართველოდან ხილის ექსპორტი მიმდინარეობს, რის გამოც, დიდი ალბათობით, ინტენსიური მოძრაობა წარმოიქმნება.


ინფორმაციის გაცვლის ახალი სისტემა მნიშვნელოვანია ექსპორტიორებისთვის, რადგან საპატრულო პოლიცია, რომელიც საგზაო მოძრაობას არეგულირებს, შეძლებს პრიორიტეტული ტვირთების განსაზღვრას და მათი დროული გადაადგილების უზრუნველყოფას. დღეისათვის საექსპორტო პროდუქტების პრიორიტეტულობა მხოლოდ ქვეყნის შიდა საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედებს.


„აგროსტორის“ წარმომადგენლის ხურა ალავიძის თქმით, საექსპორტო მარშრუტებზე დღეს შეფერხებები არ ხდება და რუსეთში ექსპორტირებულმა ხილმა ლარსის საბაჟოზე შემოძმება 1 დღე–ღამის განმავლობაში გაიარა. შესაბამისად, მას ჯერ არ შეუძლია იმის თქმა, თუ როგორ მუშაობს ეხელი სისტემა.

EastFruit






სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა
access_time2021-10-24 14:00:26
საქართველო კვლავ ძლიერი და გამართული ლოგისტიკური ცენტრების გარეშეა. არადა, ჯერ კიდევ 2017 წელს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ტექნოპარკში  კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო ჯამურად 152.8 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიზნად თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას ისახავდა. გეგმით, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ამ პროექტის განსახორციელებლად...


მსგავსი სიახლეები

up