საქართველოს სატრანსპოტრო დერეფანი ტვირთმფლობელებისთვის მიმზიდველი აღარ არის,ბათუმის ნავსადგურში ტვირთბრუნვა განახევრებულია

საქართველოს სატრანსპოტრო დერეფანი ტვირთმფლობელებისთვის მიმზიდველი აღარ არის,ბათუმის ნავსადგურში ტვირთბრუნვა განახევრებულია

access_time2018-04-04 09:00:00

„ბათუმის ნავსადგურში ტვირთების გატარების პიკური მაჩვენებლი 2006 წელს ფიქსირდება 13. 1 მლნ ტონა (სველი და მშრალი ტვირთები ერთად), 2017 წელი - 4.2 მლნ ტონა. ჯამში კი მოცულობა 3.1-ჯერ შემცირდა. მშრალ ტვირთებს თუ გამოვყოფთ ტვირთების გატარების პიკური მაჩვებელი ასე გამოიყურება:  2012 – 1.6. მლნ ტონა, 2013 წელი- 1.7 მლნ ტონა, 2014 წელი - 1.2. მლნ ტონა, 2015 წელი - 1.0 მლნ ტონა, 2016 წელი - 0.9 მლნ ტონა, 2017 წელი - 0.8 მლნ ტონა. ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ ტვირთბრუნვა ფაქტობრივად განახევრებულია“,- ასე აფასებს  დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებულ ვითარებას  „hub Georgia“-ს დამფუძნებელი ვასილ ურუშაძე.


მისი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა და ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. ვასილ ურუშაძე მთავარ პრობლემას ტრანსპორტის სექტორში არსებულ კრიზისში ხედავს, რის შედეგადაც დღეს საქართველოს სატრანსპოტრო დერეფანი ტვირთმფლობელებისთვის მიმზიდველი აღარ არის. როგორც „hub Georgia“-ს დამფუძნებელმა „კომერსანტთან“ აღნიშნა, ტრანსპორტის მიმართულებაში დღეს არის არაფორმალური მმართველობა, რის გამოც ტვირთმფლობელებს ექმნებათ სხვადასხვა ხელოვნური ბარიერი დამატებითი გადასახადის, ქრთამისა და  არაფორმალური მოსაკრებლის სახით. შედეგად ტვირთმბრუნველიც სხვა ალეტრანტიულ გზას პოულობს.


„აი, მაგალითად 2016 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ დაანონსებული ინიციატივა ეხებოდა 4.6 მილიონ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან. საუბარი იყო კომპანია „დრაგონ ოილზე“. მაშინ ყველა ზეიმობდა, რომ თურქმენული ნავთობი კვლავ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს დაუბრუნდა. დღეს კი  ვხედავთ პროცესებს, რომ მას შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი და აღნიშნული კომპანიის არცერთი ლიტრი ნავთოპროდუქტებისა საქართველოს სატრანსპორტო  დერეფანში არ წამოსულა, რადგან აღნიშნული მიმართულების თვალსაზრისით  სხვადასხვა არაფორმალური თუ ფორმალური პირების მიერ იყო დიდი პირადი დაინტერესება. შედეგად ტვირტმფლობელმაც იპოვა ალტერნატიული მარშუტი, სადაც დამატებითი ხელოვნური ბარიერების გადალახვა არ უწევს .დღეს აღნიშნული ნავთოპროდუქტები მიდის თურქმენეთიდან ირანის გავლით და შემდგომ უკვე  ჩადის  ადრესატამდე,ევროპის ქვეყნებში. ეს მაგალითი კარგად აჩვენებს აღნიშნულ სექტორში არსებულ კორუფციულ სქემას“,-განმარტავს ურუშაძე.



რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, ვასილ ურუშაძე ბათუმის ნავსადგურში არსებული ვითარების გამოსწორებას მთლიანი სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლაში ხედავს. მისი თქმით, პირველ რიგში, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სატრანსპორტო დეპარტამენტი შეუერთდეს ინსრასტრუქტურის სამინისტროს, ჩამოყალიბდეს ერთიანი სტრატეგიული გეგმა და მოხდეს სრული რეორგანიზაცია.


„დღეს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია 52 უწყება, სადაც დასაქმებულნი არიან არაკვალიფიცირებული კადრები და ეს უწყება არის სრულიად არაეფექტიანი. საჭიროა ტრანსპორტის დეპარტამენტი შეურთდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და უკვე შემდგომ მოხდეს რეორგანიზაცია, რადგან უწყებაში ძალიან ბევრი ნეპოტიზმით დასაქმებული  კადრია. ამასთან საჭიროა ჩამოყალიბდეს ერთიანი გრძლევადიანი სტრატეგია, რომლის მიზანიც იქნება საქართველოს რეგიონულ და ლოჯისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება. უნდა გატარდეს რეფორმები როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე საზღვაო, საჰაერო და საავტომობილო კუთხითაც. დღეს ტრანსპორტის სექტორი ოკუპირებულია არაფორმალური მმართველობის მიერ, რის შედეგაც განახევრებულია ტვირთბრუნვაც და მთლიანად კრიზისია სექტორში“,- განმარტავს ურუშაძე.


ავტორი:სალომე ლემონჯავა

 

 




გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up