საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და  ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის პროექტი  „გავიღიმოთ“ იწყება

საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის პროექტი „გავიღიმოთ“ იწყება

access_time2021-11-29 11:35:00

საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და მოსწავლეებსა და მასწავლებლების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშესაწყობად, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი საქართველო, ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ახალ პროექტს - „გავიღიმოთ“ იწყებს.



პროექტის მხარდამჭერები არიან: თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და რე ბანკი.



პროექტის მიზანი საქართველოს სასკოლო განათლებაში მტკიცებულებაზე დაფუძნებული ემოციების მართვისა და სოციალური ურთიერთობების საბაზისო ჩვევების სწავლებაა. აღსანიშნავია, რომ კოვიდ- პანდემიის ფონზე სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების საჭიროებამ კიდევ უფრო მეტი რელევანტურობა შეიძინა. 2021 წლის თებერვალში BBSA-Georgia-ს მკვლევართა გუნდი საერთაშორისო შედარებით კვლევაში ჩაერთო, რომელიც ადასტურებს, რომ პანდემიამ მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.




„ცნობილია, რომ ფსიქიკური პრობლემების 50% საწყისს იღებს მოზარდობის ასაკში.სკოლა და მასწავლებლები წამყვან როლს თამაშობენ მოზარდთა ჰარმონიული განვითარების პროცესში. სამწუხაროდ, არსებული სასწავლო პროგრამები ამ ამოცანას თავს ვერ ართმევენ. ჩვენი ინიციატივის მიზანია, საქართველოს სასკოლო სასწავლო პროგრამებში დავნერგოთ ევროპის ქვეყნების სასკოლო პროგრამებში მოქმედი პრაქტიკა, სადაც მოზარდებს ასწავლიან ემოციების მართვას და სოციალური ურთიერთობების ბაზისურ ჩვევებს, რაც მოზარდებს დაეხმარება გაცნობიერებულად მართონ სოციალურ-ემოციური პროცესები“, - სიმონ სურგულაძე, ლონდონის კინგს კოლეჯის კრიზისული სამსახურის ექიმი ფსიქიატრი.



„განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა უკვე მესამე ათწლეულია თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენთვის სასიხარულოა განათლების სფეროში ისეთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს სასკოლო პროგრამებში განვითარებული ევროპული ქვეყნების სასარგებლო პრაქტიკას დაამკვიდრებს და მოზარდებს ასწავლის ემოციების მართვას, სოციალური ურთიერთობების ჩვევებს, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე, პროსოციალურ ქცევასა და პრობლემის გადაჭრის უნარებზე“, - ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ხელმძღვანელი.



„გავიღიმოთ“ ჩეხეთის მტკიცებულებაზე დაფუძნებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხორციელდება. პროექტის განხორციელების პროცესში დარგის ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები არიან ჩართულები, მათ შორის სიმონ სურგულაძე, ლონდონის კინგს კოლეჯის კრიზისული სამსახურის ექიმი ფსიქიატრი; პეტრ ვინკლერი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის (პრაღა) წარმომადგენელი; პროფესორი თიკო ცომაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), Baltic to Black Sea Alliance – Georgia თავმჯდომარე, „ღიას“ დამფუძნებელი და სხვა მოწვეული სპეციალისტები.



პროექტის „გავიღიმოთ“ საზეიმო გახსნის ღონისძიება „ფრონტლაინ კლუბში“ გაიმართა, სადაც საორგანიზაციო გუნდმა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინიციატივის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.


NS


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up