„ქვეყნის ლოჯისტიკის ცენტრებს კერძო სექტორი უნდა აფინანსებდეს და არა საქართველოს საპენსიო სააგენტო“

„ქვეყნის ლოჯისტიკის ცენტრებს კერძო სექტორი უნდა აფინანსებდეს და არა საქართველოს საპენსიო სააგენტო“

access_time2019-07-15 09:00:28

„საქართველოს საპენსიო სააგენტოს მიერ ქვეყნის  ლოჯისტიკის სექტორის დაფინანსება და მისი მომგებიანობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს, “ ასე ეხმაურება სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი  HAB Georgia-ს ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი რამდენიმე დღის წინ, საპენსიო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის,  ლევან სურგულაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც შესაძლებელია სააგენტომ  დაგროვილი ფულით  ქვეყნის ენერგეტიკული,   ტელეკომუნიკაციებისა და ლოგისტიკის სექტორები  დააფინანსოს.


როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, სახელმწიფომ  დაახლოებით 2 წლის წინ ქუთაისში (ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ) და თბილისში ორი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა დაანონსა. მათი საინვესტიციო ღირებულება  კი ჯამში დაახლოებით 150 -160 მილიონი დოლარია. თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება შეადგენს 80.3 მილიონ აშშ დოლარს (პირველი ფაზის ღირებულება 60.7 მილიონი), ხოლო ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება 72.5 მილიონს (პირველი ფაზა - 27.1 მილიონი).


 მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებაც, რომელიც ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა.  


 როგორც ცაგარეიშვილი განმარატვს, ამ დაანონსების შემდეგ 2 წელი გავიდა და შედეგი ჯერჯერობით არ გვაქვს.


„არც გამარჯვებული გამოცხადებულა და წინასწარ მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დავალებაც ჰაერშია. ამით ისარგებლა ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა და ბაქოსთან ახლოს ლოგისტიკური ცენტრი ააშენა. მათ ამაში საკმაოდ მნიშვნელოვნი ინვესტიციები ჩადეს. ყაზახეთმაც ააშენა ლოგისტიკური ცენტრი. ამავე დროს, ყარსში, თურქეთმაც  დაიწყო და უკვე მალე დაასრულებს მნიშნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას. გვერდიდან რომ შევხედოთ, ის ნიშა, რომელიც ჩვენ უნდა აგვეთვისებინა, თითქმის შეავსეს მეზობელმა სახელმწიფოებმა და ამის აუცილებლობა შეიძლება აღარც იყოს,“ აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

 


მისივე განმარტებით, თუ ქვეყანა  ასეთი ლოგისტიკური ცენტრების აშენებისკენ წავა და  მასში ინვესტირებას  საპენსიო  ფონდში აკუმულირებულ თანხებიდან მოახდენს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი და აუცილებელია. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ეს კერძო სექტორის საქმე უფროა, ვიდრე საქხელმწიფოსი.

 

 

„მე, სამწუხაროდ, ამ იდეის დეტალები არ ვიცი. ინვესტორი იმიტომ ვერ მოიძიეს, რომ მეზობელ ქვეყნებში უკვე  აშენდა  ასეთი ცენტრები და ჩვენი პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.  ვგულისხმობ, მომგებიანობის თვალსაზრისით.

 

ანაკლიის ახლოსაც უნდა აშენდეს ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც ანაკლიას მოემსახურება. ის, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ლოგისტიკური ცენტრების ერთობლიობა აუცილებელია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ამის გარეშე დერეფანი ვერ გაიმართება და კონკურენტუნარიანი ვერ გახდება სხვა ალტენრატივებთან მიმართებაში. ერთი მხრივ, ეს ნიშა გვაქვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, საპენსიო ანარიცხების აქ დაბანდება, რამდენად მომგებიანი იქნება, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეიძლება მოგება მივიღოთ, შეიძლება არა, ამას გააზრება და გათვლა სჭირდება,“ აცხადებს ცაგარეიშვილი.


მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია არსებობდეს ლოგისტიკური ცენტრების განვითარების სტრატეგია, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს.


კითხვაზე, თუ სახელმწიფო საპენსიო ფონდიდან მობილიზებული თანხით ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობაში ფულს ჩადებს, ხომ არ გამოვა  კერძო სექტრის კონკურენტი, ცაგარეიშვილი განმარტავს, რომ ზოგადად, ეს კერძო სქტორის გასაკეთებელია. სახლმწიფო უბრალოდ მხარდამჭერი  და ინფრასტრუქტურის შემქმნელი უნდა იყოს.


სოფო ქსოვრელი 

 





ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up