საქართველოს საპატიო კონსულების ძალისხმევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს პოპულარიზაციას ემსახურება, ძალიან ვაფასებთ - ლევან დავითაშვილი

საქართველოს საპატიო კონსულების ძალისხმევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს პოპულარიზაციას ემსახურება, ძალიან ვაფასებთ - ლევან დავითაშვილი

access_time2022-10-02 19:30:27

„საპატიო კონსულის ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მრავალი კუთხით, მათ შორის,  საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენის, ქვეყნის თაობაზე ობიექტური ინფორმაციის გავრცელების, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის გაზიარებისა და ცნობადობის გაზრდის  თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მიზანმიმართული და პროაქტიული საქმიანობის წყალობით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საქართველოს წინაშე არსებული პრიორიტეტული ამოცანების განხორციელებაში, რაც, უპირველესად, ქვეყნის  მდგრად, სტაბილურ განვითარებასა და კეთილდღეობას გულისხმობს" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული ღონისძიების „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე გამართულ თემატურ პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ლევან დავითაშვილის შეფასებით, დღეს მსოფლიო იმყოფება მრავალი მოულოდნელი და კომპლექსური გამოწვევის წინაშე. მისი თქმით, უპრეცენდენტო და უმძიმეს პანდემიასთან ერთად, საერთაშორისო თანამეგობრობა აღმოჩნდა გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე, რომელიც შეეხო უსაფრთხოების, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, ეკოლოგიურ ასპექტებს და შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გააზრებულ,  გაწონასწორებულ საერთაშორისო თანამშრომლობას, პარტნიორებთან ურთიერთობების გამყარებასა და მსოფლიო თანამეგობრობის სხვა მონაწილეებთან კავშირების გაძლიერებას.

 

 

„საქართველო, როგორც არასდროს, ისე ახლოა თავის ისტორიულ მისწრაფებასთან, გახდეს ევროპული დიდი ოჯახის წევრი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შედეგად. ჩვენი ქვეყნის წინსვლა დიდი ევროპული ოჯახისკენ არის გარანტი გაზრდილი ეკონომიკური ჩართულობის ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან, ევროპასთან გაზრდილი ეკონომიკური ინტერაქციები კი, თავის მხრივ, ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, მზარდ ეკონომიკას და არამარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის განვითარებასაც" - აღნიშნა მინისტრმა.

 


 

ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული, სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ტურისტული თუ საინვესტიციო პოტენციალის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში, რომლებმაც  კიდევ უფრო გაზარდა რეგიონში საქართველოს, როგორც აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია. მისი თქმით, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ცივილიზებული სამყაროს საიმედო პარტნიორია.

 

„გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა საპატიო კონსული, თავის ადგილსამყოფელ ქვეყანაში აქტიურად მოახდენს საქართველოს, როგორც საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მქონე ქვეყნის პოპულარიზაციას. ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით და მსურს ხაზი გავუსვა, რომ  ამ მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას ძალიან ვაფასებთ" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართული ღონისძიების -  „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" ეკონომიკური დიპლომატიის თემატურ პანელზე ხაზი გაესვა იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს. საპატიო კონსულები საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს გაეცნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ჩართულობას საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში.





საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 2013 წლის შემდეგ პირველად, $1 მლრდ-ზე მეტია

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 2013 წლის შემდეგ პირველად, $1 მლრდ-ზე მეტია
access_time2022-12-05 12:30:51
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების თურქეთის, რუსეთის და ჩინეთის შემდეგ TOP-10-ეულში მეოთხე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს. მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე მეტი იყო. რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18.1%-ით არის გაზრდილი. ისე კი უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ აზერბაიჯანთან საქართველოს ბოლოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარს 2013 წელს აღემატებოდა.   აზერბაიჯანთან სავაჭრო სალდო დადებითია და ექსპორტის მაჩვენებელი...

წლევანდელი ექსპორტი გასული წლის მონაცემებს ჩამორჩება - რა ფასად ყიდის საქართველო თხილს უცხოეთში

წლევანდელი ექსპორტი გასული წლის მონაცემებს ჩამორჩება - რა ფასად ყიდის საქართველო თხილს უცხოეთში
access_time2022-12-05 11:48:20
EastFruit-ის ანალიტიკოსები ქართული თხილის ექსპორტს სწავლობენ. ნოემბერში ქვეყანამ 13,3 მილიონი დოლარის პროდუქტი გაიტანა ექსპორტზე, რაც ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ნოემბრის მონაცემები. თუმცა არის მცირე პოზიტიური ცვლილებაც: თუ 2022 წლის აგვისტო-ოქტომბერში ექსპორტის ღირებულება 2021 წლის ღირებულებებს 30-70%-ით ჩამორჩებოდა, ახლა სხვაობა 17%-მდე შემცირდა. ადგილობრივი ბაზრის ზოგიერთი მონაწილე უფრო აქტიურ მოთხოვნაზე საუბრობს.   გასულ სეზონებთან შედარებით, ნაჭუჭიანი თხილის...

თბილისის აეროპორტს პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადი 8%-ით გაეზარდა

თბილისის აეროპორტს პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადი 8%-ით გაეზარდა
access_time2022-12-05 13:15:31
2022 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობაზე 8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა, — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ნოემბერში 34 153 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს...


მსგავსი სიახლეები

up