„საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მსხვილი ყაზახური კომპანია შემოვა“ – საელჩო ინვესტორთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

„საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მსხვილი ყაზახური კომპანია შემოვა“ – საელჩო ინვესტორთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

access_time2017-07-29 13:00:56

„ყაზახეთიდან მსხვილი ინვესტიციები შემოვა, ერთ-ერთ მსხვილ სამშენებლო კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, -ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ყაზახეთის რესპუბლიკაში, ზურაბ აბაშიძემ „კომერსანტს“ განუცხადა.

 

„ყაზახეთიდან ახალი ინვესტიციების პერსპექტივები გაჩნდა. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. ვიტყვი, რომ საკმაოდ მსხვილ ყაზახურ სამშენებლო კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც ქვეყანაში ლიდერია და მსოფლიო ბაზარზე სერიოზულ რეიტინგებშია წარმოდგენილი. თუ რას ააშენებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. მთავარია, რომ დიდი ინვესტიცია შემოვა და ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. კონკრეტულად, რა კომპანიაა, ამას წინასწარ ვერ ვიტყვი“, - განაცხადა აბაშიძემ.

 

მისი თქმით, საქართველოში ყაზახ ტურისტთა რაოდენობა 35-40%ით არის გაზრდილი.

 

„ყაზახეთში საქართველო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მოდაში მყოფი ქვეყანაა და დაინტერესება დიდია. ამ წლის სტატისტიკა ჯერ არ გვაქვს, თუმცა 2015 და 2016 წლები რომ შევადაროთ ყაზახ ტურისტთა რაოდენობა 35-40%-ით არის გაზრდილი. ნავთობზე ფასების ვარდნამ და კრისიზისულმა პერიოდმა გამოიწვია ვალუტის გაუფასურება როგორც საქართველოში, ასევე ყაზახეთში, რამაც ზოგად სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმოქმედა. ახლა უკვე ეს კრიზისის დაძლევის პროცესი მიმდინარეობს და სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება სახეზეა“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.


 

რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებას, ამ მხრივ საქონლისა და ფრინველის ხორცს პოტენციალი გააჩნია: „ყაზახეთში დიდი რაოდენობით გადის ქართული ღვინო. ამ ქვეყანაში საექსპორტოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქტებს არანაკლები პოტენციალი გააჩნია, რაც ღვინოს აქვს. ასევე, პოტენციალი აქვს საქონლისა და ფრინველის ხორცს“.

 

ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს ყაზახეთის მიმართ 25,48 მლნ აშშ დოლარამდე ვალი გააჩნია. მიმდინარე წლის ივნისში ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახ კოლეგასთან,  ბახიტ სულტანოვთან შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ყაზახეთის ვალის დაფარვა პარიზის კლუბის კრედიტორებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება და ვალის მომსახურება გაგრძელდება 2025 წლამდე.

 

ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, ვალის დაბრუნება შემოდგომიდან დაიწყება: „ვალის  საკითხი ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. შეთანხმება ხელმოწერილია და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს. შესაბამისი დოკუმენტაცია პარლამენტში შესულია. ვალის დაბრუნება შემოდგომიდან უნდა დაიწყოს.“

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up