საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორსა და EUROCONTROL-ის გენერალურ დირექტორს შორის ორმხრივი ვიდეოშეხვედრა გაიმართა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორსა და EUROCONTROL-ის გენერალურ დირექტორს შორის ორმხრივი ვიდეოშეხვედრა გაიმართა

access_time2020-11-20 23:00:00

ავიაციის სექტორში COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისი და საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით არსებული ტენდენციები განიხილეს დღეს გამართულ ვიდეოშეხვედრაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ლევან კარანაძემ და ამავე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.



„მხარეებმა მიმოიხილეს როგორც საქართველოს, ისე ევროპის რეგიონის საჰაერო მოძრაობის მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებლები. საუბარი ასევე შეეხო ავიაციაზე COVID 19-ის უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს და ევროკონტროლის წევრი სახელმწიფოების ერთობლივ აქტივობებს.



როგორც ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, ევროპის რეგიონი 2019 წლის საჰაერო მოძრაობის მაჩვენებლებს 2023 წელს მიუახლოვდება, ხოლო 2024 წელს გადაუსწრებს. აღნიშნული იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ვაქცინა გლობალურად 2021 წელს ჩაეშვება მიმოქცევაში. ამავე სცენარის პირობებში, საქართველო გასული წლის მაჩვენებლებს 2022 წელს დაუბრუნდება, ხოლო 2019 წლის მაჩვენებლების გაუმჯობესებას 2023 წელს შეძლებს. გლობალურად, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2022 წელს მიღების შემთხვევაში, გასული წლის მაჩვენებლებთან მიახლოვებას ქვეყანა 2023 წელს შეძლებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვაქცინა არაეფექტური აღმოჩნდება, საჰაერო მოძრაობის 2019 წლის მაჩვენებლებს როგორც საქართველო, ისე ევროპის რეგიონი 2024 წელსაც ვერ დაუბრუნდება.




ვიდეოშეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღით გამოწვეულ უარყოფით ფაქტორებზე, რამაც გლობალურად ახალი სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების დაწესება და შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შეფერხება გამოიწვია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ევროკონტროლის პირველ პირს გააცნო საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებული ვითარება, ფრენების განახლების კუთხით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, ასევე სააგენტოს, ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ გაწეული სამუშაოები ოპერირების ჩვეულ რეჟიმზე გადასვლის კუთხით.



იმონ ბრენანმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ავიაკომპანიებისთვის სააერნაოსნო მომსახურების გადასახადის გადავადებისთვის. საქართველომ EUROCONTROL-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის აპრილში დაუჭირა მხარი. ავიაკომპანიებს მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახადი შემდეგი სქემით გადაუვადდათ: მიმდინარე წლის თებერვლის გადასახადის გადახდის ბოლო ვადა განისაზღვრა 2020 წლის ნოემბერში, მიმდინარე წლის მარტის - 2021 წლის თებერვალში, მიმდინარე წლის აპრილის - 2021 წლის მაისში, ხოლო მიმდინარე წლის მაისის - 2021 წლის აგვისტოში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up