„ქართველი პაციენტები ძირითადად, საერთაშორისო სამედიცინო მომსახურებას იყენებდნენ, ახლა ჩვენი ქვეყანა ამ ტიპის მომსახურების ტურისტული ცენტრი იქნება“

„ქართველი პაციენტები ძირითადად, საერთაშორისო სამედიცინო მომსახურებას იყენებდნენ, ახლა ჩვენი ქვეყანა ამ ტიპის მომსახურების ტურისტული ცენტრი იქნება“

access_time2020-02-23 16:00:00

სამედიცინო სფეროში მუდმივი პრობლემების გამო,  2019 წლის მაისში ქვეყანაში  საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭო შეიქმნა.პროექტი მიზნად   საქართველოში სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს.აქვს თუ არა სამედიცინო ტურიზმს სამომავლო პერსპექტივა საქართველოში და რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით ბაზარზე, აღნიშნულ თემაზე   ,,კომერსანტის დილაში“ საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტმა,  პაატა რატიანმა ისაუბრა.


მისი ინფორმაციით, იდეა გაჩნდა მას შემდეგ რაც ძირითადმა მოთამაშეებმა, ინდუსტრიაში გამოცდილების მიღების შემდეგ, საზღვრებს გარეთ მარკეტინგული კამპანია საქართველოში უცხოელი სამედიცინო  ტურისტების მოზიდვის მიზნით დაიწყეს.

 

„ქართველი პაციენტები ძირითადად საერთაშორისო სამედიცინო მომსახურებას იყენებდნენ. ახლა ჩვენი ქვეყანა იქნება ამ ტიპის ტურისტული ცენტრი. ბოლო 2 ათწლეულია უცხოეთში სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრია ვითარდება. რეგიონში  თურქეთი გამოირჩევა. ქართველი პაციენტების უმრავლესობა მიემგზავრება თურქეთში ან  ევროპის  ქევყნებში. ჩვენ დავინახეთ ამ სფეროში ჩვენი შესაძლებლობა, რომ მოვიზიდოთ კავკასიიდან და ევროპიდან პაციენტები საქართველოში.“-ამბობს რატიანი.

 

საქართველოს სამედიცინო ტურისზმის საბჭოს პრეზიდენტის თქმით,სამედიცინო ტურიზმის იდეა კარგია,  მაგრამ პროცესი არის საკმაოდ რთული და კომპლექსური.  პირველ ეტაპზე, 2-3 წლის განმავლობაში,  მთავარი ამოცანა  იქნება სხვა ქვეყნებისთვის ცნობადობის გაჩენა.

 

რატიანის თქმით, პირველად ქართული ტურიზმის ისტორიაში გაჩნდება სამედიცინო კომპონენტი,  ყველა იმ პავილიონზე, ძირითად სამიზნე ბაზრებზე, სადაც საქართველოა წარმოდგენილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სხვადასხვა მოთამაშეების სახით,  სამედიცინო საბჭოც წარსდგება, სამედიცინო ბაზრით, ეს ეხება როგორც კლინიკებს ასევე გამაჯანსაღებელ ცენტრებს.

 

პაატა რატიანი იმ  კონკრეტული ხაზებზეც საუბრობს, სადაც  საბჭო, სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით აქცენტის გაკეთებასაც აპირებს და კონკურენტუნარიანია.



„აქცენტი კეთდება ველნეს გამაჯანსაღებელ მიმართულებაზე, სადაც გარკვეული იმიჯი უკვე აქვს ქვეყანას შექმნილი. ჩვენს კურორტეზე  ცნობადობა მაღალია. ასევე ის ვიწრო მიმართულებები,რომელიც საკმაოდ ცნობილია, დენტალური,  თმის გადანერგვა, ესთეტიური მედიცინის სერვისები და რეპროდუქტოლოგიური მკურნალობა.


სტრატეგია უნდა იყოს მუდმივ რეჟიმში განახლებადი. მსოფლიო ამ კუთხით ძალიან დინამიურია.  სწორი სტრატეგიის პირობებში ცნობადობის ამაღლებას მოჰყვება კონკრეტული სფეროების სანდოობა  გარე ბაზარზე.“-ამბობს რატიანი და  საქართველოსა და უცხო ქვეყნის სამედიცინო ბაზრებს შორის არსებულ კონკურენტუნარიანობასაც უსვამს ხაზს. 

 

„ინდოეთს  აქვს სტრატეგია, რომ შემოვიდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე საქართველოშიც. ისინი ხსნიან,  თუ რატომ უნდა იმკურნალოს პაციენტმა ინდოეთში. მათი ძირითადი არგუმენტია, რომ ინდოეთში ძვირადღირებულ პროცედურებს შეღავათიან ფასში ჩაიტარებენ.“-აღნიშნავს  რატიანი.


მისი განცხადებით, რეგიონში  საქართველოს ძირითადი კონკურენტი თურქეთია. 

 

„ თურქეთთან უპირატესობაშიც ვართ, მეორე კატეგორის კლინიკებით. მაგალითად,  ის სეგმენტი, რომელიც ვერ ახერხებს მომსახურების მიღებას თურქეთის პირველი კატეგორიის კლინიკებში და იძულებულია არჩევანი გააკეთოს მეორე კატეგორიის კლინიკაზე, სადაც მომსახურებას უწევენ ლოკალური განათლების მქონე თურქი ექიმები, ამ სეგმენტზე საქართველო შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანი, ჩვენ რიგ მიმართულებაში გვყავს საკამაოდ ხარისხიანი ევროპული და ამერიკული განათლების მქონე ექიმები.“-„ამბობს რატიანი.  


 მისი თქმით სამედიცინო ტურიზმი, ადგილობრივ ბაზარსაც გააძლიერებს.  კლინიკა რომელსაც აქვს საერთაშორისო აღიარება. ქართველი პაციენტშიც ნდობას აღძრავს.


„სწორი სტრატეგიის პირობებში, ცნობადობის გაჩენას  მოჰყვება საიმედოობის გაჩენა გარე ბაზრებზე. ჩვენი მთავარი მიზანი არის შევქმნათ მოთხოვნა საქართველოზე კონკრეტულ ბაზრებზე.  სამედიცინო ტურიზმის გაძლიერებას თან ახლავს, დამატებითი შემოსავლები ამ პაციენტებიდან. ამ სექტორის განვითარებასთან ერთად ვიღებთ, უამრავ მყისიერ ბენეფიტებს, ეს გაგვაძლიერებს ასევე შიდა ბაზარზეც, რაც  ქართველი პაციენტისთვის ნდობის გაძლიერებაში გამოიხატება. კლინიკას,რომელსაც გააჩნია საერთაშორისო გამოცდილება და მუშაობს ამ კუთხით, ჰყავს უცხოელი პაციენტები, ბევრად უფრო სანდოა ადგილობრივი პაციენტისთვის და ის გადინება, რომელიც, ბოლო წლებში იყო  ამ მიმართულებით, დარჩება და მოხმარდება ჩვენს ქვეყანას.“-ამბობს რატიანი.


მოამზადა ნათია ლომიძემ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up