საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების გამო

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების გამო

access_time2019-11-14 19:30:23

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების გამო.

 

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის დაკავება არის გაეროს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ჰუმანიტარული ნორმის დარღვევა.

 

გვინდა მოვუწოდოთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გამოიჩინოს კეთილგონიერება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმი.


 

უამრავი ადამიანი ცხინვალის რეგიონიდან  შეუზღუდავად იღებდა და დღესაც იღებს სამედიცინო დახმარებას ჩვენი ექიმებისგან.

 

ასევე მივმართავთ ცხინვალის სამედიცინო საზოგადოებას , იმ ადამიანებს რომლებთან ერთადაც ვზრუნავდით ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობაზე ,  გამოხატონ სამოქალაქო პოზიცია  და ყველა ღონე იხმარონ, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს  ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.





„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს
access_time2019-12-09 14:42:26
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებზე, მათ შორის ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 წლით აუკრძალა მონაწილეობის მიღება.ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია WADA-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაცია ერთხმად დაკმაყოფილდა,- ნათქვამია...

ლონდონში რუსი მილიარდერის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები 20-50 ფუნტად იყიდება

ლონდონში რუსი მილიარდერის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები 20-50 ფუნტად  იყიდება
access_time2019-12-09 18:15:33
ლონდონში, მილიარდერ ევგენი ჩიჩვარკინის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები შედის. ამის შესახებ „კომერსანტს“ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ბერდია ყამარაულმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, Cenimex-Georgian Wine Club (London)-სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბი დიდი ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს, ჩიჩვარკინის კომპანიის მიმწოდებელიც მისი...

ცემენტის 31 სახეობიდან სტანდარტს მხოლოდ 9 აკმაყოფილებს

ცემენტის 31 სახეობიდან სტანდარტს მხოლოდ 9 აკმაყოფილებს
access_time2019-12-09 13:36:18
ცემენტის ბაზრაზე ბევრი კომპანიის წარმოებული პროდუქტი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. საქართველოს ცემენტის ასოციაციის ფარული ტესტირების შედეგებნის მიხედვით, ფარული ტესტირებისთვის საქართველოს შვიდ ქალაქში მოხდა შეფუთული ცემენტის შეძენა (თბილისი, რუსთავი, მარნეული, გორი, ქარელი, ბათუმი, ქუთაისი). საერთო ჯამში შეძენილ იქნა თვრამეტი (18) მწარმოებლის პროდუქცია, საიდანაც სამი (3) იმპორტირებული თურქული მწარმოებლისაც...


მსგავსი სიახლეები

up