საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

access_time2020-04-28 11:05:11

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ,  COVID-19  ინფექციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შემდეგ, გაერთინება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:

 


„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველომ ეფექტიანად და დროულად განახორციელა კომპლექსური ღონისძიებები ახალი კორონა ვირუსით (SARS-COV 2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19)  შეკავებისა და გავრცელების დაყოვნების მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ მიღწეული შედეგები  სათანადოდ შეფასდა საზოგადოების მხრიდანაც.


 

მიუხედავად აღნიშნული მიღწევებისა, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ქვეყანას სხვა გამოწვევებიც უდგას,  ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოსა და სამედიცინო პროფესიული საზოგადოებების მეტი კონსოლიდაცია,  რათა გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების პერმანენტული გატარება. კერძოდ, მასობრივი ტესტირება, კონტაქტების  შესწავლა/იზოლაცია. ამავე დროს უნდა განხორციელდეს უშუალოდ დაავადების ეფექტიანი მართვა და მკურნალობა ყველა დონეზე.

 


დღეს სამედიცინო დაწესებულებები კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ, ვიდრე ეს იყო ორი-სამი თვის წინ. აქედან გამომდინარე საჭიროა უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი განვითარების გეგმების დასახვა და აღსრულება.  

 

გაერთიანება გამოდის ინიციატივით  სახელმწიფოს მიერ მოხდეს კონკრეტული  ღონისძიებების გატარება რაც უშუალოდ აისახება COVID-19 ის წინააღმდეგ მობილიზებული სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერისთვის,


 

კერძოდ:

  1. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ყველა სამედიცინო დაწესებულების სრულად აღჭურვა პერსონალური დაცვის საშუალებებით, ყველა პაციენტი უნდა განიხილებოდეს, როგორც პოტენციური COVID-19-ით ინფიცირებული.
  2. გაერთიანება მიმართავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის საზღვრებს გარეთ,  მკურნალობის მეთოდების  განხილვა მოხდეს შესაბამის სამედიცინო, პროფესიულ პლატფორმებზე, ვინაიდან ჯერ-ჯერობით არ არსებობს COVID-19-ის საყოველთაოდ აღიარებული (მტკიცებულებაზე დაფუძნებული) მკურნალობის მეთოდები,  საჯარო კლინიკური დისკუსიები  მოსახლეობაში არასწორი დასკვნების გაკეთებას უწყობს ხელს. ზოგ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდების განხილვები გადაიქცა კონკრეტული ექიმების წინააღმდეგ  მიმართულ მიზანმიმართულ კამპანიად. სამედიცინო ასოციაციების  გაერთიანება COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობაში ჩართულ სპეციალისტებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმას, სადაც დარგის ექსპერტებსა და პროფესიულ თემს შეეძლება მსჯელობა  დაავადების დიგანოსტიკის, კლინიკური მართვის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.
  3. არ უნდა შეფერხდეს მრავალი ადამიანის სამედიცინო დახმარება.  რისთვისაც, პროფესიულ ასოციაციებთან კონსულტაციით, დაუყოვნებლად უნდა მოხდეს  COVID-19 პანდემიის დროს პაციენტების მართვის ინსტრუქციების დამტკიცება ე.წ.  Guidance და არა Guideline, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები პანდემიის პირობებში  გეგმიური პროცედურების მაქსიმალურად გადავადების და ამავე დროს გამოიყოფა ნოზოლოგიები, რომელთა მკურნალობის გადავადება არ იქნება მიზანშეწონილი.
  4. ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართული  სამედიცინო დაწესებულებების  ყველა რგოლის სამედიცინო პერსონალისთვის, მათ შორის კლინიკების ეპიდემიოლოგებისთვის უნდა მოხდეს მიზნობრივი დანამატების განსაზღვრა, რომელიც  მათი სახელფასო განაკვეთების  გაზრდას მოემსახურება. ასევე უნდა განიხილებოდეს  პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებული ექიმებზე  კომპენსაციის გაცემის საკითხები.   ამასთან, აღნიშნული აქტივობები მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს.  
  5. ასევე უნდა განისაზღვროს კომპენსაციები იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც COVID-19-ის სამართავად მობილიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში  ვეღარ ახერხებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, რადგან აღნიშნულ კლინიკებში სხვა სერვისების მიწოდება შეჩერებულია.

 

გაერთიანება მოუწოდებს სახელმწიფოს, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა მოხდეს მაქსიმალურად  გამჭვირვალედ და სამედიცინო ასოციაციების  ჩართულობითა და მონაწილეობით“-ნათქვამია განცხადებაში. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up