საფონდო ბირჟაზე საქართველოს სალიზინგო კომპანიის ობლიგაციები გაიყიდა.ბირჟაზე 258 502 ლარის გარიგება 250 აქციაზე დაიდო. ნომინალური ღირებულება 1034 ლარით განისაზღვრა.კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 10 მლნ-ის ობლიგაციები 2019 წელს განათავსა.
სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც 6 თვეში ერთხელ მოხდება.
gbc.ge