საქართველოს საკითხი NATO-ს სამიტზე

საქართველოს საკითხი NATO-ს სამიტზე

access_time2018-07-12 10:22:40

MAP და მკაცრი მითითებები რუსეთს - ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საქართველოს NATOში ინტეგრაციის პირობად კლავ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ასახელებს.


ბრიუსელში მიმდინარე NATOს სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის და NATOს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მოლაპარაკაბები გაიმართა.


როგორც შეხვედრის შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, NATO-საქართველო ურთიერთობა უნიკალურია, ხოლო საქართველო NATOს მეგობარია. სტოლტენბერგის თქმით, საქართველო NATO-ს წევრი გახდება.



გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ალიანსის მხრიდან უფრო სწრაფ რეაგირებას იმსახურებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს NATOს წევრობისთვის, საქართველო მზადაა, რათა NATO-სთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისთვის.


დღესვე დაგეგმილია NATO-საქართველო-უკრაინის შეხვედრა NATO-ს სახელმწიფოთა მეთაურების და მთავრობის მეთაურების დონეზე.


შეგეხასენებთ, რომ ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დეკლარაციაც დაამტკიცეს. დეკლარაციაში ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფებად აღიარება და შეასრულოს „2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კონკრეტულად, რუსეთის ჯარების საქართველოდან გაყვანა, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და საზღვრის მსგავსი ზღუდეების აგება.” დეკლარაციაში მეორდება 2008 წელს, ალიანსის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, MAP-ის, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილის გზით. დეკლარაციის ავტორები მიესალმებიან წინსვლას, „რომელიც მიღწეულია 2008 წლის შემდეგ. ჩვენ მივესალმებით ცენტრალურ როლს, რომელიც NATO-საქართველოს კომისიამ და მიმდინარე ეროვნულმა პროგრამამ ითამაშესბოლო ათწლეულში პოლიტიკური დიალოგისა და NATO-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაში”.


NATO-ს სამიტის დეკლარაცია აღიარებს იმ წინსვლას რომელსაც საქართველომ მიაღწია რეფორმების გატარების საქმეში, რეფორმებისა, რომლებიც უნდა გაგრძელდეს და რომლებიც ეხმარება საქართველოს როგორც სახელმწიფოს,რომელიც ესწრაფვის გაწევრიანებას, მოემზადოს გაწევრიანების გზაზე და რაც აძლიერებს საქართველოს უნარს, თავი დაიცვას და იყოს ალიანსთან თავსებადი. დეკლარაცია აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან და ურყევ წვლილს NATOს სამშვიდობო მისიებში. ალიანსი მზად არის გააძლიეროს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის წვრთნისა და უსაფრთხო კომუნიკაციის მხრივ. დეკლარაციის მე-5 პუნქტში ნათქვამია, რომ NATO-ს წევრების გადაწყვეტილება რუსეთის მიმართ, მიღებული უელსის და ვარშავის სამიტეზე, ძალაშია. ამ პუნქტის ბოლოში წაიკითხავთ: NATO-ს არ ესწრაფვის კონფრონტაციას რუსეთთან არ უქმნის მუქარას რუსეთს.




„ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი“ - BAG

„ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი“ - BAG
access_time2020-09-18 11:00:21
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენის წესით მხარდაჭერით პრაქტიკულად დასრულდა ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში შრომითი პირობების თვისებრივად ახალ, უფრო მაღალ სტანდარტებზე აყვანას და, ამავდროულად, საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.   საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის შეფასებით, ასოციაცია...

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...


მსგავსი სიახლეები

up