საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი წლიურად 49%-ით გაიზარდა

საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი წლიურად 49%-ით გაიზარდა

access_time2022-09-23 21:00:00

2022 წლის 8 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი წლიურად 49%-ით გაიზარდა. ჯამში მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 85 814 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.


სტატისტიკაში, საქართველოს აეროპორტებში შესრულებულ როგორც აფრენა-დაფრენა, ასევე გადაფრენები ხვდება და წლიურად საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 48.5%-ით არის გაზრდილი.


საქაერონავიგაციაში საჰაერო სივრცის გამოყენების ზრდას პანდემიის შემდგომ მოგზაურობის გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირებენ.


“პირველ რიგში აღსანიშნია, რომ Covid პანდემიის მიერ საჰაერო მოძრაობაზე მიყენებული ზარალის აღდგენა 2021 წელს დაიწყო. ჯერ კიდევ ქვეყნებს შორის დაწესებული შეზღუდვების არსებობის პირობებში, ავიაკომპანიები ცდილობდნენ ფრენების შესრულების დაწყებას და მგზავრების ნდობის თავიდან მოპოვებას. საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის - Eurocontrol -ისა და საქაერონავიგაციის დაკვირვებით, გლობალურად საჰაერო მოძრაობამ აღდგენა 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. წელს მგზავრები მეტად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, მოგზაურობენ სამუშაო შეხვედრებსა და დასასვენებლად. 2022 წლის ზაფხულმა კი გვაჩვენა ევროპის მასშტაბით საჰაერო მოძრაობის სრული დატვირთვით აღდგენა ტურისტული სეზონის დაწყებას უკავშირდება”,-აცხადებენ საქაერონავიგაციაში.



აღდგენილი მიმოსვლის გარდა, სახელმწიფო კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზრდილი მაჩვენებელი უკრაინაში მიმდინარე ომითაც არის გამოწვეული, რის გამოც საჰაერო ნაკადების გადაჯგუფება მოხდა.


“რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთსა და ევროკავშირს შორის ფრენების აკრძალვის შედეგად ამერიკულმა და ევროპულმა ავიაკომპანიებმა მოახდინეს მარშრუტის ცვლილება და გადამისამართდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, შესაბამისად, აღნიშნული საჰაერო ნაკადის ნაწილი საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებს”,-უთხრეს BMG-ის კომპანიაში.


კითხვაზე რას აკეთებს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ეს ზრდა სტაბილური იყოს და შემდეგ წლებშიც გაგრძელდეს, მაშინ როცა ომის ფაქტორი ამოიწურება. ამაზე საქაერონავიგაციაში გვპასუხობენ, რომ საჰაერო მარშრუტის არჩევა უშუალოდ საჰაერო სივრცის მომხმარებლის პრეროგატივაა.


წყარო: bm.ge






საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები - კელი დეგნანი

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები - კელი დეგნანი
access_time2022-09-30 14:30:19
საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა,...

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს
access_time2022-09-30 14:00:12
მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია კუმისის დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხის ფასი 7-8% -ით გაიზარდოს. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე და მუშა - ხელის მომსახურებაზე ფასის გაზრდაა. „თებერვლის შემდეგ კვერცხზე ფასი არ მომატებულა, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ოქტომბრიდან სავარაუდოდ კვერცხზე 7-8% --ით მოგვიწევს ფასის მომატება. მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული და...

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა
access_time2022-09-30 13:00:44
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივლისი...


მსგავსი სიახლეები

up