საქართველოს საჰაერო სივრცე თავისუფალი  მარშრუტებით

საქართველოს საჰაერო სივრცე თავისუფალი მარშრუტებით

access_time2019-11-07 13:36:57

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია სომხეთის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერ ორგანიზაცია ARMATS - სთან ერთად სამხრეთ კავკასიის რეგიონში უმნიშვნელოვანესი პროექტის - საქართველოსა და სომხეთს შორის თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვას იწყებს.


საქართველომ და სომხეთმა თავისუფალი საჰაერო მარშრუტების პროექტზე მუშაობა 2017 წელს დაიწყეს და ის ძალაში 2019 წლის 8 ნოემბერს 00:00 საათზე შევა. პროექტი გულისხმობს საქართველოსა და სომხეთის საჰაერო სივრცეში მფრინავი საჰაერო ხომალდების მიერ თავისუფალი მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობას, მხოლოდ შემოსვლის და გასვლის წერტილის მითითებით, რომელიც აღნიშნული იქნება, როგორც სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცის თავისუფალი მარშრუტები - „Free Route Airspace in south Caucasus Area – FRASC.


ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას თბილისის საჰაერო მოძრაობის რაიონული ცენტრიდან შპს „საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, სომხეთის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი არტურ გასპარიანი და ევროკონტროლის დელეგაციის წევრები დააკვირდებიან.



შპს საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით, თავისუფალი საჰაერო მარშრუტებით ევროპის საჰაერო სივრცის სამი მეოთხედი უკვე სარგებლობს. „მიხარია, რომ ამიერკავკასიის რეგიონში ჩვენ პირველებმა დავნერგეთ თავისუფალი საჰაერო მარშრუტები და დღეს უკვე ამ კონცეფციის მეორე ეტაპის განხორციელებას ვიწყებთ. ავიაკომპანიებს, რომლებიც ერთ მარშრუტზე კვეთენ საქართველოს და სომხეთს, საშუალებას ვაძლევთ, გადაადგილებისას აარჩიონ უმოკლესი მარშრუტი, დაზოგონ დრო და საწვავი და შესაბამისად, ხარჯი უფრო ეფექტურად დაგეგმონ. ეს საკმაოდ რთული მისიაა და მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა ამ გლობალურ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი.


„საქაერონავიგაციის საჰაერო მოძრაობის მართვის სპეციალისტები ევროკონტროლის და სომხეთის წარმომადგენლებთან ერთად, თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვის პროცესს რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე დააკვირდებიან.


საქართველო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის ინიციატივას - საჰაერო სივრცეში თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვის შესახებ, 2017 წელს შეუერთდა. ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით, თავისუფალი საჰაერო მარშრუტები, მთელი ევროპის მასშტაბით 2022 წელს სრულად იქნება დანერგილი.


„კომერსანტი“





დღეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება

დღეს,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა  და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება
access_time2019-11-14 11:55:40
დღეს, 16:00 საათზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ მეთოდოლოგია წარუდგენს. შეხვედრას დაესწრებიან ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული...

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“
access_time2019-11-14 11:30:35
ჩეჩნეთის პრეზიდენტი ისევ საუბრობს პირდაპირ გზაზე საქართველოში.ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ისევ აყენებს საკითხს საქართველოში პირდაპირი საავტომობილო გზის აშენებაზე.ეს პროექტი  პირველი ჩეჩნური ომის დასრულების შემდეგ დაიგეგმა, კერძოდ, თუმცა, ქართულმა მხარემ  მისი რეალიზება არ ჩათვალა საჭიროდ . „სოფელ იტუმ-კალედან საქართველოში ჩახვალ სულ რაღაც 40-50 წუთში. ჩვენ იქ გვქონდა გზა. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მომგებიანია - საქართველოს გავლით ჩვენ უმოკლესი...

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება
access_time2019-11-14 11:04:27
ბიზნესომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიხეილ დაუშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმა განაცხადა, ეს კადრი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა. „გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვენლოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, ის დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური...

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...


მსგავსი სიახლეები

up