საქართველოს საჰაერო სატვირთო ბაზარზე ლატვიური ავიაკომპანია RAF-Avia შემოდის

საქართველოს საჰაერო სატვირთო ბაზარზე ლატვიური ავიაკომპანია RAF-Avia შემოდის

access_time2021-04-08 15:00:50

საქართველოს საჰაერო სატვირთო ბაზარზე ლატვიური ავიაკომპანია RAF-Avia გეგმავს შემოსვლას. ავიაკომპანიასა და საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და ამიერიდან Aero Georgia Group-ი საქართველოში RAF-Avia-ს ოფიციალური წარმომადგენელია.


“RAF-Avia-თან დიდი ხანია გვაქვს მოლაპარაკებები. ავიაკომპანიას აქვს როგორც სამგზავრო ასევე კარგი მიმართულება. თუმცა ბოლო წლებია უფრო საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე არიან ორიენტირებულნი. RAF-Avia-ს ავიაპარკში ჰყავს სამი ბორტი: Saab 340, ATR 72 და AN26.


აღსანიშნავია, რომ ამ ბორტებს საშუალოდ 8 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლიათ, რაც მართალია ეს მცირე რაოდენობაა, მაგრამ არის ის რაც საქართველოს ბაზარს ამ ეტაპისთვის სჭირდება.


ძირითადად საქართველოში ტვირთი შემოდიოდა სამგზავრო თვითმფრინავების მეშვეობით, სადაც ტვირთის მოცულობა შესაძლოა ყოფილიყო 2 ტონა. ფრენების გაჩერების შემდეგ კი ეს სეგმენტი გაჩერდა. რეგულარული რეისების აღდგენასთან ერთად ამ გზით ტვირთების ტრანსპორტირების მაჩვენებელი იზრდება, თუმცა ჩვენს მეწარმეებსა თუ სხვა კერძო სუბიექტებს საქართველოში ერთდროულად 5 ტონამდე ტვირთის ჩამოტანა უჭირთ. კი საქართველოში გვყავს საჰაერო სატვირთო ავიაკომპანიები, მაგრამ მათ დიდი ბორტები ჰყავთ და სხვა მასშტაბებზე არიან გათვლილი. თუმცა ისეთი ბორტები, რომლებიც “ბელი კარგოს” ჩაანაცვლებს არ გვყავს”, აცხადებს საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური.


აფციაური ამბობს, რომ RAF-Avia-ს საფასო პოლიტიკა იქნება საკმაოდ მოქნილი და კონკურენტუნარიანი.



“შევისწავლეთ ბაზარი და ყველანაირად ისე დავითვალეთ ბორტის ოპერირების ხარჯები, რომ ზუსტად დავსვათ ისეთი ტარიფები, რომელიც მისაღები იქნება ქართველი მწარმოებლებისთვის თუ სხვადასხვა სუბიექტებისთვის. ჩვენ ტარიფით გავუწევთ კონკურენციას სხვა მოთამაშეებს, ვინც მცირე რაოდენობის ტვირთების ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული”, განმარტავს Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი.


უკვე ცნობილია, რომ RAF-Avia საწყის ეტაპზე ერთჯერად ჩარტერებზე იქნება ორიენტირებული, თუმცა სამომავლოდ მრავალჯერად ჩარტერებსაც განახორციელებს. Aero Georgia Group-ში ამბობენ, რომ დაკვეთების შემთხვევაში კომპანია ეცდება, რომ ავიაკომპანია ბორტის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებაში დაარწმუნოს.


რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვების არეალს, RAF-Avia-ს ევროპაში ოპერირების ნებართვა აქვს და ასევე ფლობს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში ოპერირების ლიზენზიასაც.


თუმცა, როგორც Aero Georgia Group-ში განმარტავენ, ევროპისა და აზიის მიმართულებებს გარდა მათ ინტერესში ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის ათვისებაცაა.


“შეგვიძლია ფრენების განხორციელება ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებით. გვინდა, რომ განვავითაროთ ეს მიმართულება და ტვირთები თბილისის გავლით გადავიტანოთ ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებით”, აცხადებს იგორ აფციაური.


avianews.ge



თეგები:
RAF-Avia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up