”საქართველოს საგარეო ვალის მაჩვენებელი კრიტიკულია - ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე”- აკაკი ცომაია

”საქართველოს საგარეო ვალის მაჩვენებელი კრიტიკულია - ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე”- აკაკი ცომაია

access_time2020-12-01 17:40:52

ეკონომიკური ექსპერტის, აკაკი ცომაიას განცხადებით, საქართველოს მიერ აღებული საგარეო ვალის მაჩვენებელი კრიტიკულია.

მისივე განმარტებით, როდესაც ვალი აღწევს კრიტიკულ დონეს, მსოფლიო საზოგადოების შეფასებით, ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე. ცომაიას თქმით, იმ ფონზე, რომ ლარი შეიძლება კიდე უფრო მეტად გაუფასურდეს, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საგარეო ვალის ტვირთი.

როდესაც ვალი აღწევს კრიტიკულ დონეს, მსოფლიო საზოგადოება ამას უყურებს, რომ ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე ანუ დანარჩენ მსოფლიოს გადაჰყავს ქვეყანა მაღალი რისკის ქვეყნების კატეგორიაში და საერთაშორისო ინვესტორები უკვე აღარ აძლევენ მეტ კრედიტს და ამავე დროს, კაბალური საპროცენტო განაკვეთის პირობებით ხდება სესხის გაცემა. დეფოლტის რისკის წინაშე დადგომა ქვეყნისთვის არის კატასტროფა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ყველა საერთაშორისო ინვესტორი გავა საქართველოდან.

კრიტიკულია საქართველოს ვითარება - 60%-მდე არის ასული საგარეო ვალი და მგონი, გასცდა კიდეც. იმ ფონზე, რომ ლარი შეიძლება კიდვ უფრო მეტად გაუფასურდეს, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ვალის ტვირთი,“- განაცხადა აკაკი ცომაიამ.


მან ქვეყნის ეკონომიკის 4,3%-ით ზრდის პროგნოზიც შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არარეალურია მოცემულ პირობებში, როდესაც ძალიან ბევრი რისკია. მისი თქმით, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როდის გამოცოცხლდება ტურიზმი.

ვფიქრობ, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, არის გადაჭარბებული. ჩემთვის არ არის ცნობილი ჯერ ეკონომიკა რამდენი პროცენტით გაიზრდება, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გამოცოცხლდება ტურიზმის სექტორი და როდის აღდგება ის კავშირები და აქტივობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პანდემიამდე. იქამდე, სანამ ეს არ მოხდება, მსჯელობა იმაზე, რომ ეკონომიკა 4,3 %-ით გაიზრდება კონკრეტულ წელს, ძალიან რთული და ვფქრობ, რომ არარეალურია. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი რიგითი წელი, რომელიც გადადის მომავალ წელს და ეკონომიკური რყევები არ ხდება, ამ შემთხვევაში შეიძლება ასეთი პროგნოზის გამოთქვა, მაგრამ მოცემულ პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრი რისკი და გაურკვევლობის ფაქტორია, ასეთი პროგნოზების გაკეთება არასწორია,“- განაცხადა ცომაიამ.

Ipn.ge





სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა
access_time2021-01-15 20:00:23
აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის კონგრესს 1,9 ტრლნ. დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.   „გეგმა ამბიციურია, თუმცა, მიღწევადი. ის ამერიკის ეკონომიკას გადაარჩენს და ქვეყანას ვირუსთან გამკლავების საშუალებას მისცემს“ - ნათქვამია ბაიდენის გარდამავალი ჯგუფის განცხადებაში.   ახალი პროექტი რამდენიმე ძირითად პუნქტს შეიცავს, მათ შორისაა ხარჯები კორონავირუსთან ბრძოლის გაძლიერებაზე (400 მლრდ....

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ნორვეგიაში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა

ნორვეგიაში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა
access_time2021-01-15 19:00:17
ნორვეგიაში სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც ადრე COVID 19-ის ვაქცინით აიცრნენ.  ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს პრესსამსახური იუწყება. „გვაქვს ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების 23 შემთხვევის შესახებ. ამჟამად, სპეციალისტების მხრიდან 13 მათგანის შესწავლა მიმდინარეობს,“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. სააგენტოს მთავარი ექიმი სიგურდ ხორტემუ იტყობინება, რომ უკვე მიღებულმა...


მსგავსი სიახლეები

up