„საქართველოს საგარეო ვალი ალბათ მალე 60%-იან ზედა ზღვარს გადასცდება“

„საქართველოს საგარეო ვალი ალბათ მალე 60%-იან ზედა ზღვარს გადასცდება“

access_time2020-04-01 15:40:50

საქართველოს საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით დაწესებულ ზედა ზღვარს – 60%-ს შეიძლება გადასცდეს. მთავრობა კორონავისურსის წინააღმდეგ საბრძოლველად და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან დამატებითი ფინანსური სახსრების მოსაზიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს, აქედან გამომდინარე, შეიძლება ამ კონკრეტული პარამეტრის გადაცილება გახდეს საჭირო.


„ახალი ეკონომიკური სკოლის“ დირექტორი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო ვალი უკვე ისედაც მაღალია, მისი კიდევ უფრო მეტად გაზრდა კი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს და გონივრულად დაიხარჯოს.


„პანდემიის შედეგად კიდევ უფრო ძნელი და ძვირი იქნება მომავალი თაობისთვის საგარეო ვალის მომსახურება და გადახდა, რაც ძალიან ცუდია. დღეს დაახლოებით 45%-მდეა, ზღვარი კი 60%-ია, თუმცა, ამან შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში არ იმუშაოს და მთავრობამ ეს არ გაითვალისწინოს და უფრო მეტიც აიღოს. ორივე შემთხევაში საგარეო ვალი ძალიან მაღალია და სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. ბევრად უფრო კარგი იქნება თუ ამ სესხს გონივრულად დახარჯავენ, თუმცა, მე ჯერ კიდევ ვერ მოვისმინე რისთვის აპირებენ აღებას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კაპიტალური აქტივები  რომელთა პრივატიზებაც შეიძლება და სესხი შესაძლოა მისი გარანტიით იქნეს აღებული და არა მომავალი შემოსავლების გარანტიით. სახელმწიფოს მხრიდან, ვალების აღების პრაქტიკა ყოველდღიურობად გადაიქცა, რაშიც ეროვნული ბანკის გავლით ყველანი ჩართულები არიან. კომერციული ბანკებიდან კი ვალს რეფინანსირების სესხის გამოყენებით იღებენ“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.


ეკონომიკის დოქტორი მიხეილ თოქმაზიშვილი ამბობს, რომ თუ საქართველოს საგარეო ვალი მშპ-სთან დაწესებულ ზედა ზღვარს გადასცდება, რაც ალბათ მალე მოხდება, ამით საქართველო არ ჩამოიშლება, მაგრამ უარყოფითი ფაქტი იქნება. მისივე თქმით, ვალის რაოდენობაზე მეტ პრობლემას მისი არამიზნობრივი ხარჯვა წარმოადგენს.



„თუ გადაცდა ამ კრიტერიუმს, რომელიც მოძველებულია და 60%-ს შეადგენს, ეს არ გამოიწვევს საქართველოს ჩამოშლას ან დეფოლტად გამოცხადებას, მაგრამ რა თქმა უნდა, უარყოფითი მოვლენაა. ეს ალბათ მალე მოხდება კიდეც, რადგან ვალები საქართველოსთვის ერთ-ერთი წყარო იქნება, მითუმეტეს, თუკი ეს პროცესები გაგრძელდა. ასეთ პირობებში, ისღა დაგვრჩენია გავაძლიეროთ შიდა აქტივობა და სტიმულირება მოვახდინოთ საგარეო ვალებით, თუმცა ვალების რაოდენობაზე მეტად მნიშვნელოვანია, რისთვის ვიყენებთ მას და საითკენ წარვმართავთ. ეს თანხები ძირითადად არამიზანმიმართულად იხარჯება. მთლიანად ვიყავით დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე და საგარეო ვალზე, ალბათ საბოლოოდ ერთადერთი ვალები დაგვრჩება. ჩვენ ვართ დაბალკონკურენტუნარიანები და იძულებული ვართ, შემოვიტანოთ იმპორტული საქონელი, ხოლო დეფიციტის პირობებში ვალი გავზარდოთ“, - განმარტავს მიხეილ თოქმაზიშვილი.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 18.6 მლრდ აშშ დოლარი (53.4 მლრდ ლარი) შეადგინა. სებ-ის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 729.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.


სახელმწიფო საგარეო ვალმა კი 7.9 მლრდ აშშ დოლარი (22.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 44.4 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მლრდ აშშ დოლარი (16.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 449.7 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 832.5 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი) და 866.1 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი).


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up