საქართველოს საგარეო ვალი 3 თვეში 433,6 მლნ დოლარით შემცირდა

საქართველოს საგარეო ვალი 3 თვეში 433,6 მლნ დოლარით შემცირდა

access_time2019-12-27 14:49:58

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 17.8 მლრდ აშშ დოლარი (52.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 102.3 პროცენტია. 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 433.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 261.4 მლნ აშშ დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო - 198.0 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო - 0.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ამავდროულად, ფასის ცვლილებების გამო ვალი 26.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.


სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი (21.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 42.6 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.3 მლრდ აშშ დოლარი (15.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 30.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 404.6 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.3 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 825.3 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი) და 855.5 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი).


საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.2 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.5 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (9.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.



საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 10.1 მლრდ აშშ დოლარი (29.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 58.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.8 მლრდ აშშ დოლარია (11.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.7 პროცენტია.


2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 8.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო - ვალი 2.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2019 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 404.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 196.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.





ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
access_time2021-10-27 18:00:34
27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.29 თეთრით 3.1557-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1520 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.62 თეთრით 3.6581-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 2.77 თეთრით 6.6093-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან კი 0.58 თეთრით 1.8554-მდე გაუფასურდა. ლარი 100 რუსულ რუბლთან 3.72 თეთრით 4.4915-მდე, თურქულ ლირასთან 0.07 თეთრით 0.3314-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 1.28 თეთრით...

თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
access_time2021-10-27 17:00:22
მმართველი პარტია თვითმმართველობის აჩევნების მეორე ტურის წინ, დღეს, 27 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. თავისუფლების მოედანზე იმავე ადგილას 2 კვირით ადრე საპროტესტო აქცია ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა. ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ მათი აქცია უფრო მრავალრიცხოვანი იქნება. 2 ოქტომბერს გამართულ თვითმართველობის არჩევნებზე, არაოფიციალურ რეფერენდუმში ქართულმა ოცნებამ 43%-იანი ბარიერი გადალახა და პროპორციულ...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-27 21:00:15
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თუ ორნიშნა ინფლაცია გაგრძელდა, საპენსიო ფონდის ამონაგები მინუსში იქნება საქართველოს 1 166 737 მოქალაქე ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემაში მონაწილეობს და მათი ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში ირიცხება. საპენსიო ფონდის აქტივები უკვე...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრია პაშა ბანკი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრია პაშა ბანკი
access_time2021-10-27 14:55:47
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ახალ წევრს, პაშა ბანკს. პაშა ბანკი საქართველოში 2013 წლიდან...

საქართველოში ლუდის პირველი სპა ცენტრი გაიხსნა

საქართველოში ლუდის პირველი სპა ცენტრი გაიხსნა
access_time2021-10-27 16:00:27
ქვევრის ლუდის მწარმოებელმა კომპანია „ვარძიამ“, რომელიც პროდუქტს „ქვევრის ლუდის“ ბრენდით აწარმოებს, ასპინძაში დასასვენებელი კომპლექსი გახსნა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანის დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ განუცხადა, კომპლექსი “მელუდის სახლი“, რომელიც თითქმის 2 თვეა გაიხსნა, განთავსებულია როგორც ლუდის სპა ცენტრი, ისე სასტუმრო. მისი განცხადებით, ვიზიტორს შეუძლია როგორც ლუდის აბაზანების მიღება, ისე ლუდის დაგემოვნება და...


მსგავსი სიახლეები

up