საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას გმობს.
როგორც უწყების მიერ „ტვიტერში" განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ ძალადობის ნებისმიერი აქტი მიუღებელია.
„მკაცრად ვგმობთ ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას. ნებისმიერი დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ ძალადობის ნებისმიერი აქტი აბსოლუტურად მიუღებელია. ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლის ოჯახს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი პირი.
We strongly condemn the attack on the Embassy of #Azerbaijan in Iran. Any act of violence against any diplomatic mission is completely unacceptable. We convey our condolences to the family of the victim of the tragedy. @AzerbaijanMFA
— MFA of Georgia (@MFAgovge) January 27, 2023