საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას იწონებს

საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას იწონებს

access_time2020-09-14 12:00:58

საქართველოში ახალი საფონდო ბირჟის დაფუძნება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი ეკონომიკური პროგრამის „მარშალის გეგმის“ მიხედვით, „საერთაშორისო საფონდო ბირჟა“ უნდა გახდეს საფინანსო ბაზრის ახალი მიზიდულობის ცენტრი. ყველა კომპანია, რომელიც არის ლიცენზირებული სახელმწიფოს მიერ, ეს იქნება ენერგო, კავშირგაბმულობის, საბანკო, მინერალური წყლების, წიაღისეულის თუ ა.შ ვალდებულნი იქნებიან, რომ 20% განათავსონ ამ საფონდო ბირჟაზე.

 

რამდენად რეალურია მსგავსი პროექტის განხორციელება საქართველოში, როგორ დაეხმარება საერთაშორისო საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას, რატომ არის დღემდე განუვითარებელი და არალიკვიდური არსებული საფონდო ბირჟა და რა წვლილი მიუძღვით ამაში ქართულ ბანკებს, ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ „კომერსანტი“ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურ დირექტორს გიორგი ფარესიშვილს დაუკავშირდა.

 

„ჩვენ მივესალმებით ყველანაირ მცდელობას, რომ საქართველოში განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, მათ შორის საქართველოს საფონდო ბირჟის საერთაშორისო საფონდო ბირჟად გადაქცევის გზით, თუკი ეს საჭირო (და შესაძლებელი) გახდება.

 

ბოლო წლის განმავლობაში გარიგებების მოცულობის მკვეთრი შემცირების მიზეზი საქართველოს საფონდო ბაზრის არალიკვიდურობა გახლავთ. კერძოდ, არ გვყავს ერთის მხრივ საკმარისი რაოდენობის ინვესტორები და მეორეს მხრივ კომპანიები, რომლებიც გამოუშვებენ თავიანთ აქციებს. შესაბამისად, ბირჟაზე აქციების ყიდვა-გაყიდვა არ ხდება. პირველ რიგში აუცილებელია განვითარდეს ადგილობრივი საფონდო ბაზარი და მიმზიდველი გახდეს როგორც ადგილობრივი (ქართული) კომპანიებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. ამის შემდეგ არის შესაძლებელი ფიქრი მის რეგიონულ განვითარებაზე“, - აღნიშნა ფარესიშვილმა.


 

გიორგი ფარესიშვილი იმ ეკონომისტების ნაწილსაც პასუხობს, რომლებიც თვლიან, რომ  საფონდო ბირჟის განუვითარებლობა პირველ რიგში ბანკების ინტერესებშია, რადგან დღეს ბიზნესისთვის სახსრების მოზიდვის ერთადერთი გზა საბანკო კრედიტია, ამიტომ მათთვის ბირჟის განვითარება არასასურველია.

 

„არ ვეთანხმებით აღნიშნულ მოსაზრებას. ქართული ბანკები დაინტერესებულები არიან საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარებით, ვინაიდან ამაში ქვეყნისთვის და თავიანთი ბიზნესისთვის დიდ და განსხვავებული ტიპის პოტენციალს ხედავენ, მათ შორის საკუთარი საბროკერო კომპანიების გააქტიურების კუთხით. გარდა ამისა, ბევრმა არ იცის, რომ მსხვილი ბანკები, როგორც ბირჟის ძირითადი აქციონერები, წლების განმავლობაში აფინანსებდნენ ბირჟის საქმიანობას და კვლავ განაგრძობენ მის დაფინანსებას სააქციო კაპიტალში დამატებითი თანხების ინვესტირების კუთხით.

 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აღნიშნული ბანკების („საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“) მიერ თავიანთი აქციების სავაჭროდ გატანა მოხდა იმიტომ, რომ მათი ზომიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე ფიზიკურად შეუძლებელი იყო საქართველოს საფონდო ბირჟაზე საკმარისი რაოდენობის კაპიტალის მოზიდვა. გარდა ამისა, საქართველოში ამ გზით მოზიდული კაპიტალი ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე საერთაშორისო ბაზრებზე, რისი მიზეზიც ისევ და ისევ ადგილობრივი საფონდო ბაზრის განუვითარებლობაა“, - განმარტავს გიორგი ფარესიშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარიგებების მოცულობა ერთი წლის განმავლობაში 78%-ით არის შემცირებული. 2020 წლის პირველ ნახევარში ქართული კომპანიების ობლიგაციებზე 4,141 მლნ დოლარის გარიგება დაიდო. 53 გარიგების შედეგად 3 847 ობლიგაციით ივაჭრეს. 

 

ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up