საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა

access_time2020-10-08 22:07:09

საქართველო – ბელარუსი 1:0

გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (07. პენალტი)

08.10.2020. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენა“

საქართველო: ლორია – კაკაბაძე (82. ტაბიძე), კაშია, კვირკველია, დვალი – კანკავა, კვეკვესკირი – კვარაცხელია (90. ლობჟანიძე), კიტეიშვილი (65. გვილია), ყაზაიშვილი (82. შენგელია) – ოქრიაშვილი (90. ქვილთაია)

სათადარიგოები: მაკარიძე, კუპატაძე, დაუშვილი, , კაჭარავა, გრიგალავა, აბურჯანია, ჯიღაური

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ბელარუსი: ხაცკევიჩი – ზოლოტოვი, მარტინოვიჩი, ნაუმოვი, ბორდაჩოვი (73. პეჩენინი) – ბახარი (63. პოდსტრელოვი), იაბლონსკი (63. სკავიში), ებონგი, ნეხაიჩიკი – ლისაკოვიჩი (70. ლაპტევი), ხაჩატურიანი (46.მაევსკი)

სათადარიგოები: გუტორი, იგნატოვიჩი, , პოლიაკოვი, გრომიკო, ი, იუზეპჩუკი, საჩიჩკო, სტასევიჩი

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მარხელი

მთავარი არბიტრი: ჯუნეით ჩაქირი (თურქეთი)

გაფრთხილებები: ნაუმოვი (33), კვეკვესკირი (38), კანკავა (52), ყაზაიშვილი (69), ქვილითაია (90+3)

ამ შეხვედრას საქართველო 30 წელი ელოდა – დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დააარსების დღიდან, რათა საქართველოს დროშა ამაყად აღემართულიყო და ჩვენს ჰიმნს ომახიანად დაეგუგუნა.


დიდი იყო მოლოდინიც და დაძაბულობაც. ჩვენს ნაკრებს 90 წუთით შეეძლო ქვეყნისთვის დიდი სიხარულიც მიენიჭებინა და დიდი ტკივილიც – ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ყველაზე კარგი და უჩვეულო შანსი გახლდათ, საიდანაც მთავარ ევროპულ ტურნირს მხოლოდ ორი ნაბიჯი გვაშორებდა.

ყველაფერი უჩვეულო იყო და პირველიც – სწორედ ბელარუსთან გამოიყენა უეფა-მ VAR– ის მსაჯების სამსახური საქართველოში პირველად – ამ როლში აბდულქადირ ბიტიგენმა და ჰუსეინ გოჩეკმა იმუშავეს.

საქართველოში არსებული ეპიდემოლოგიუფრ ვითარების გამო, მაყურებელთა თავშეყრა მიზანშეუწონლად ჩაითვალა და ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი უმაყურებლოდ გაიმართა, რაც ჩვენი ნაკრების საშინაო „კედლების“ ძალას ამცირებდა, მაგრამ გულშემატკივრები სტადიონის გარშემო შეიკრიბნენ და გუნდი მარტო არ დატოვეს. გუნდის ავტობუსს სტადიონის შესასვლელში ქართული სპორტის ქომაგები დახვდნენ და ფოიერვერკებითა და შეძახილებით გაამხნევეს, მატჩის დროს კი სტადიონის გარე ტერიტორიიდან მათი მხარდასაჭერი შეძახილები ისმოდა.

წინასწარ ვიცოდით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე და დათა ხოჭოლავა დაგვაკლდებოდა. მოულოდნელი აღმოჩნდა ვლადიმირ ვაისის არჩევანი – გამსაკუთრებით, ძირითადში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე შემტევი ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის გამწესება.

ამ ნერვიულობასა და მოლოდინში თამაში დაიწყო. ამინდი ისეთი იყო, საფეხბურთო რომ ეთქმის. პირველი სახიფათო შეტევა ხვიჩა კვარაცხელიამ წამოიწყო, კარის წინ თორნიკე ოქრიაშვილს უპასა, მაგრამ მან მახვილი კუთხიდან მეკარეს ვერ აჯობა. უკვე მე-7 წუთში კვარაცხელიას გადაცემით მეკარესთან პირისპირ რჩებოდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ევგენი იაბლონსკიმ წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად ოქრიაშვიოლმა უნაკლოდ დატოვა 1:0.

საქართველოს ნაკრები უპირატესობის მოპოვებას და ბურთის კონტროლს ცდილობდა, სტუმრები კი მიზნის მიღწევას სწრაფი კონტრშეტევებით აპირებდნენ. მე-15 წუთზე სტუმართა ცუდი გადაცემის შემდეგ ბურთი ოქრიაშვილმა მოიპოვა – გატანის შანსი იყო, თორნიკემ კართან ახლოს კვარაცხელიას უპასა, მაგრამ მცველი გადაეფარა და მომენტი დაიკარგა.

გატანილი გოლის შემდეგ ბელარუსებმა აქტიური თამაში დაუწყეს და პირველი მომენტი მე-19 წუთზე ჩვენების შეცდომის შემდეგ შექმნეს, დაკარგული ბურთი საჯარიმოსთან ივან ბახარმა მიიღო და ძლიერად დარტყა, თუმცა, მიზანს საკმაო მანძილით ააცილა.

დაახლოებით 10-წუთიანი „ჩაძინების“ შემდეგ ჩვენებმა ისევ აქტიური შეტევა სცადეს, 33-ე წუთზე კვარაცხელიამ შეტევა საჯარიმოში ვაკო ყაზაიშვილს გაუგრძელა, რომელმაც კარში დაარტყა, მაგრამ მეკარეს მოიგერია და გუნდი გადაარჩინა. ტაიმი კი ჩვენებმა 1:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში ბელარუსების მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ მარხელმა ტაქტიკური ცვლილება განახორციელა და თავდამსხმელის, ანდრეი ხაჩატურიანის ნაცვლად საყრდენი ივან მაევსკი შიყვანა.

ჩვენებმა აქტიურად დაიწყეს და 48-ე წუთზე ისევ ოქრიაშვილს შეეძლო გატანა, რომელიც ოთარ კაკაბაძემ საჯარიმოში კარგ პოზიციაზე მოძებნა, მაგრამ მეკარე ეგორ ხაცკევიჩმა ბურთი დაამიწა და გუნდი გადაარჩინა.

თამაში უფრო და უფრო სანერვიულო ხდებოდა. 63-ე წუთზე სტუმართა მწვრთნელმა შეტევების გასაძლიერებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა. ერთ წუთში ერთ-ერთ ახლადშესულ დმიტრი პოდსტრელოვს მომენტუც ჰქონდა, მაგრამა ახლოდან ვერ გაიტანა და ჩვენი ნაკრები გადარჩა.

ამის შემდეგ ჩვენი ნაკრების კონტრშეტევას ოქრიაშვილი აგვირგვინებდა და მიზანს ოდნავ ააცილა. თამაში შედარებით გაიხსნა. ერთ წუთში კი ახლადშესულ ვაკო გვილიას დარტყმა მეკარემ მოიგერია და სტუმრები გადაარჩინა. მე-80 წუთზე ჯარიმა კვარაცხელიამ შეასრულა და მეკარემ ისევ საიმედოდ ითამაშა. 85-ე წუთზე ჩვენი მცველების ზურგსუკან დენის ლაპტევი გაიხსნა და კიდევ კარგი, არაზუსტად დაარტყა – გადავრჩით!

ვლადიმერ ვაისმა ბოლო ცვლილებები განახორციელა, რომ დასვენებულ მოთამაშეებს ბოლო წუთებში ბელარუსების შეტევებისთვის გაეძლოთ და კონტრშეტევები წამოეწყოთ.

ბოლო წამები – შეტევაში ბელარუსეს ცენტრალური მცველებიც ჩაერთვნენ. ორი საკმაოდ უსიამოვნო შეტევა წამოიწყეს – უშედეგოდ.

მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა – ეს ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით 1:0 დასრულდა, რომელიც 12 ნოემბერს საშინაო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებების წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.


1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up