საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ თავმჯდომარე და წევრები აირჩია

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ თავმჯდომარე და წევრები აირჩია

access_time2020-02-17 15:04:49

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი წევრები და თავმჯდომარე ჰყავს. შესაბამისი გადაწყვეტილებები 2020 წლის პირველ სხდომაზე მიიღეს. გამგეობის წევრებმა თავმჯდომარედ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია აირჩიეს, ხოლო მის მოადგილედ გამგეობის ახლადარჩეული წევრი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი- გიორგი ჩერქეზიშვილი აირჩა.


ინვესტორთა საბჭოში დანიშვნამდე გიორგი ჩერქეზიშვილი კომპანია Invest Wings&Freeman Capital-ის მთავარ საინვესტიციო ოფიცრად მუშაობდა. 2017 წლის მარტიდან კი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე, ასევე მოღვაწეობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საპარტნიორო ფონდში, „საქართველოს ბანკსა“ და საქართველოს კონტროლის პალატაში.


ჩერქეზიშვილის გარდა, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობას კიდევ ერთი წევრი, „ჰუალინგ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი კოტე სულამანიძე შეემატა. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე სულამანიძე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში, სხვადასხვა წლებში მუშაობდა „ვითიბი ბანკში“, „ბანკ რესპუბლიკაში“ ,,ბაზის ბანკში“ და იყო „პროგრეს ბანკის“ გენერალური დირექტორი.


„მიგვაჩნია, რომ ახალი წევრები გააძლიერებენ ცენტრის საქმიანობას და ხელს შეუწყობენ მის შესახებ ცნობადობის გაზრდას. შეგახსენებთ, რომ გამგეობის ორ წევრს ბატონ ჯემალ ინაიშვილსა და ბატონ ზვიად კორძაძეს ამოეწურათ წევრობის მეორე ვადა, ცენტრის წესდება კი გამგეობის წევრის კიდევ ერთი ვადით გაგრძელებას არ ითვალისწინებს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ საარბიტრაჟო ცენტრის განვითარებაში და ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის.“ - განაცხადა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ.



საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის სხდომაზე გენერალური მდივნის მიერ ასევე წარდგენილი იქნა საარბიტრაჟო ცენტრის 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები.


შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით გამგეობის წევრები არიან: გიორგი პერტაია, დავით საგანელიძე, გიორგი ჩერქეზიშვილი, ეფრემ ურუმაშვილი, კოტე სულამანიძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up