საქართველოს საერთაშორისო ბაზრებზე შოკოლადის შესყიდვა გაუძვირდა.
ქვეყანამ 2022 წლის იანვარ-ივნისში $26 მლნ-ის 7 940 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები იყიდა, მაჩვენებელი ღირებულებით მოცულობაში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 21%-ით მეტია, რაოდენობრივი მაჩვენებელი კი მცირედით შემცირებულია.
პროდუქტის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, საიდანაც ქვეყნის მიერ იმპორტირებული პროდუქტის 53% მოდის, მსხვილ იმპორტიორებს შორისაა ბელგიაც.