სახელმწიფო აეროპორტების მომსახურების ტარიფს ზრდის

სახელმწიფო აეროპორტების მომსახურების ტარიფს ზრდის

access_time2020-01-06 15:10:18

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულება იზრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება ოფიციალურად 2019 წლის დეკემბერში გააჟღერა და საავიაციო უშიშროების მოსაკრებლის ზრდის შესახებ ინფორაცია ავიაბიზნესს სპეციალურ შეხვედრაზე მიაწოდა.


გადაწყვეტილება და შესაბამისად ტარიფის ზრდა ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა და AviaNews-ის ინფორმაციით, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თითო გატარებულ მგზავრზე ნაცვლად 3.7 ევროსი, 6,2 ევროდ განისაზღვრება


​რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გატარებულ საერთაშორისო მგზავრს, გადასახადი 1 დოლარით ძვირდება და 1-ელი თებერვლიდან 5.5 დოლარი იქნება. ასევე 1 დოლარიანი ზრდა მოხდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და თითო გატარებულ მგზავრზე გადასახადის ოდენობა 4 დოლარით განისაზღვრება.



გადასახადის მოცულობის ზრდას შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით, უფრო ეფექტიანი სამუშაოები განხორციელების აუცილებლობით ხსნიან.


“საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნები ყოველწლიურად იცვლება და მკაცრდება. იმისთვის, რომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ამ მიმართულებით პასუხობდეს ყველა არსებულ საერთაშორისო და ეროვნულ რეგულაციებს (ICAO, ECAC, ეროვნული შიდა რეგულაციები) საჭიროა საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით, უფრო ეფექტიანი სამუშაოები განხორციელდეს, ვიდრე წინა წლებში იყო. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა დაკავშირებულია მასშტაბურ ფინანსურ ხარჯებთან, ამჟამად მოქმედი საავიაციო უშიშროების სერვისების ტარიფები ვერ პასუხობს არსებულ რეალობას და მოითხოვს კორექტირებას. აღსანიშნავია, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიმართულებით ფასების ზრდა არასოდეს მომხდარა. არსებული დოკუმენტებით თბილისის აეროპორტში გასაწევი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მომსახურების ტარიფები პირველად განსაზღვრულია 2007 წლის 11 დეკემბერს. 12 წლის შემდეგ პირველად მოხდება ტარიფების გადახედვა. გაზრდილი ტარიფები ამოქმედდება 1-ელი თებერვლიდან”, - განმარტავენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.


avianews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up