საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 21 %–ით გაიზარდა

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 21 %–ით გაიზარდა

access_time2016-06-03 13:44:48

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2016 წლის პირველი 5 თვის ანგარიში წარმოადგინა:

 

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი:


1. 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 32%-ით გაიზარდა და სულ 54429 მგზავრიშეადგინა.


2. ურალის ავიახაზებმა ბათუმის აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულებით, ეკატერინბურგსა და სანკტ-პეტერბურგში ფრენების შესრულება კვირაში 2 სიხშირით დაიწყო. 2016 წლის ზაფხულის სეზონზე 2 ახალი ავიაკომპანია ეარ არაბია და ელ-ალ ისრაელის ავიახაზები დაიწყებს ოპერირებას, რომლებიც ფრენებს შარჟასა და თელ-ავივის მიმართულებით განახორციელებენ. ხოლო ავიაკომპანია სკატი 2016 წლის ივნისიდან ფრენებს აქტაუს მიმართულებით შეასრულებს. ივნისიდან რეგულარულ ჩარტერულ ფრენებს თეირანის მიმართულებით ტაბან ეარლაინსი შეასრულებს.


3. მთლიანობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 2016 წლის ზაფხულის სეზონზე რეგულარულ რეისებს 11 ავიაკომპანია 12 სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს.


ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი:



1. 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა და სულ 73,851 მგზავრი შეადგინა.


2. 27 მაისიდან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა ქუთაისიდან კიევის მიმართულებით კვირაში სამის ნაცვლად ოთხი სიხშირით დაიწყო ფრენების შესრულება, ხოლო 4 ივნისიდან ფრენები კიევის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება.


3. 2016 წლის სექტემბრის თვიდან აეროპორტში ბაზირებას მოახდენს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზ ეარი და არსებულ ფრენებს დაემატება 7 ახალი მიმართულება ევროპის მიმართულებით. ესენია: ბერლინი, დორტმუნდი, მიუნჰენი (მემინგენი), მილანი, სალონიკი, სოფია და ლარნაკა.


4. 10 მარტიდან ნატახტარის აეროდრომიდან ქუთაისის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით რეგულარულ ფრენებს ასრულებს ავიაკომპანია სერვისეარი. ამავე ავიაკომპანიამ რეგულარული ავიარეისების განხორციელება ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით დაიწყო. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი:


1. 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და მთლიანობაში 703310 მგზავრი შეადგინა.


2. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მარტიდან თეირანის მიმართულებით ფრენების შესრულება ორმა ირანულმა ავიაკომპანიამ ატა ეარლაინსმა და ქეშმ ეარმა დაიწყო, ხოლო ივნისიდან თელავივის მიმართულებით ფრენებს კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია ელ-ალი ისრაელის ავიახაზები შეასრულებს. ივნისის ბოლოდან რეგულარული ჩარტერული რეისების შესრულებას თეირანისა და ისპაჰანის მიმართულებით ტაბან ეარლაინსი დაიწყებს. 

 

3. 2016 წლის ზაფხულის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს 30 ავიაკომპანია 27 სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს.


მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2016 წლის 5 თვის განმავლობაში მესტიის აეროპორტი 1197 მგზავრს მოემსახურა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-იან ზრდას შეადგენს.


საერთო ჯამში, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპროტში, 2016 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა და მგზავრთა ოდენობამ 831,590 შეადგინა.



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up