საქართველოს საელჩო საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

access_time2019-08-25 18:32:04

საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყება საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.


"უკანასკნელ პერიოდში გახშირდა საბერძნეთში მოქმედი საეჭვო ინტერნეტ წყაროების საშუალებით საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების ფაქტები. ჩვენთვის სრულიად გასაგებია ქართული ემიგრაციის აღშფოთება და წუხილი მსგავსი სახის დეზინფორმაციული ცნობების მიმართ, ვინაიდან ისინი ემსახურებიან არა საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას, არამედ საბერძნეთში მცხოვრები ქართველების ყურადღების მიპყრობას ე.წ "სკანდალური", სინამდვილეში კი ნეგატიური და რაც მთავარია, ცრუ შინაარსის ამბებით.

ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩო უწყვეტ რეჟიმში კავშირზეა საბერძნეთის სამართალდამცავ , სახანძრო, სამაშველო, სხვა შესაბამის სამსახურებთან, ასევე შესაბამის სამინისტროებთან და საბერძნეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან.


შესაბამისად, საელჩოს ოფიციალური ინტერნეტგვერდების მეშვეობით, თქვენ, ტრადიციულად, დროულად იქნებით ინფორმირებული საბერძნეთში განვითარებულ ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანას შეიძლება უკავშირდებოდეს.

მოგიწოდებთ, ნუ შეუწყობთ ხელს დაინტერესებული წყაროების მიერ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის გავრცელებას და გთხოვთ თვალი ადევნოთ საელჩოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ და გადამოწმებულ ინფორმაციას", - წერია განცხადებაში.

თეგები:
საბერძნეთი



EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს
access_time2020-04-02 15:15:32
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის N204 დადგენილებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით საჯარო ტრანსპორტის შეზღუდვას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას სათანადო ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე გადაადგილების უზრუნველსაყოფად. „დღეს, საქართველოში...

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“
access_time2020-04-02 14:15:17
ჩანთების ქართული  ბრენდი   Gepherrin, რომლის შემოსავლის  მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქციის ონლაინ მიწოდებას ეყრდნობოდა, მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით საქმიანობას დროებით სრულად აჩერებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, ხდება აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან, რომ მიწოდების სერვისი არ იყოს შეზღუდული ამ ბიზნესისთვის, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ. „ჩვენი მოხმარებლის დიდი ნაწილი დისტანციურად ყიდულობდა ჩვენს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს
access_time2020-04-02 13:15:02
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1994-ით დაიწყო, 13:00 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.1862-ის ნიშნულზეა. საქართველოს...

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

 ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს  კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-04-02 11:40:24
ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონა ვირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა. ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7...

რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება

რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება
access_time2020-04-02 11:00:19
გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობების სია, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ. საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად, ამ საქმიანობებს შორისაა: შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის), სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის), საშენი მასალების წარმოება (მხოლოდ...


მსგავსი სიახლეები

up