საქართველოს საავიაციო ბაზარზე საჰაერო მიმართულებები და ფრენის სიხშირეები იზრდება

საქართველოს საავიაციო ბაზარზე საჰაერო მიმართულებები და ფრენის სიხშირეები იზრდება

access_time2021-07-16 17:30:51

საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები ახალ მიმართულებებს ამატებენ და არსებულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდიან. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაგადამყვანების მიერ წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განრიგში შემდეგი ცვლილებებია:

 

• ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა დაიწყო მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელება თბილისი - დამამი - თბილისი საჰაერო ხაზზე. ფრენები შესრულდება 12 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს და შაბათს;

 

• ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი (ეგეოსის ავიახაზები), მიმდინარე წლის 29 ივლისიდან 26 აგვისტომდე, ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ამატებს რეგულარულ ფრენებს კვირაში 1 სიხშირით - ყოველ ხუთშაბათს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში ფრენები შესრულდება კვირაში 4 სიხშირით;

 

• ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე, სტამბოლი - ბათუმი - სტამბოლის საჰაერო ხაზზე ამატებს რეგულარულ ფრენებს კვირაში 1 სიხშირით. დამატებითი რეისი განხორციელდება ყოველ შაბათს (სულ კვირაში 5 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში);

 

• ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე წელს შემოვიდა, დაამატა ახალა რეგულარული მიმართულება. შიმკენტი - ქუთაისი - შიმკენტის საჰაერო ხაზზე ფრენები სრულდება 14 ივლისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს და კვირას. ამასთან ავიაკომპანიამ დაამატა სიხშირეები არსებულ საჰაერო ხაზებზე. კერძოდ, 1 სიხშირით გაიზარდა ოპერირება ატირაუ - ქუთაისი - ატირაუს მიმართულებით, 12 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში (სულ, კვირაში 3 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში), ხოლო 10 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე, ნურსულთანი - ქუთაისი - ნურსულთანის საჰაერო ხაზზე დაემატება კვირაში 1 სიხშირე (სულ კვირაში 4 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში);

 


• არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia მიმდინარე წლის 17-24 ივლისის პერიოდში გეგმავს 12 დამატებითი რეისის შესრულებას შარჯა - თბილისი - შარჯას მიმართულებით;

 

• კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი ამატებს 3 სიხშირეს დოჰა -თბილისი - დოჰას საჰაერო ხაზზე 15 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში. ჯამში, დედაქალაქებს შორის ფრენა კვირაში 10 სიხშირით შესრულდება;

 

• ისრაელის სახელმწიფოს ავიაკომპანია El Al Israel Airlines-ი ამატებს სიხშირეს თელ ავივი - ბათუმი - თელ ავივის საჰაერო ხაზზე. დამატებითი ფრენა შესრულდება 20 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს (სულ, 7 სიხშირით კვირაში);

 

• არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai მიმდინარე წლის 16 ივლისიდან 24 ივლისამდე, დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე გეგმავს 11 დამატებითი რეგულარული ფრენის შესრულებას;

 

• ავიაკომპანია Jordan Aviation-ი გეგმავს მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ამანი - თბილისი - ამანის საჰაერო ხაზზე. ფრენები შესრულდება 16 ივლისიდან 31 აგვისტომდე - ყოველ ორშაბათს და პარასკევს;

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს მოთხოვნილი მიმართულებებით / სიხშირეებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭათ.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

 


თეგები:
ავიაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up