საქართველოს რომელ რეგიონებშია მოგზაურობა სახიფათო ეპიდაფეთქების გამო

საქართველოს რომელ რეგიონებშია მოგზაურობა სახიფათო ეპიდაფეთქების გამო

access_time2020-08-17 18:00:08

სპეციალისტები აღნიშნავენ,რომ დღეს საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადი და მართვადია, თუმცა რეგინალური თვალსაზრისით სამი საყურადღებო ლოკაცია გვაქვს - მესტია, ყაზბეგი და ქობულეთი, ინფექციონისტების აზრით, ამ ადგილებში ეპიდაფეთქებები რეკომენდაციების უგულებელყოფამ გამოიწვია და აუცილებელია, რომ ადამიანმა კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვით იმოგზაუროს.

 

 

მესტიის, ყაზბეგისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ღრმა ეპიდკვლევები მიმდინარეობს და სიტუაცია მართვადია - შესაბამისი განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან" გააკეთა.

 

„დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში გარკვეულწილად 3 საყურადღებო წერტილი გვაქვს. ერთი - კვლავ რჩება მესტიის მუნიციპალიტეტი, სადაც 3367 PCR კვლევა ჩატარდა. დამატებით 1009 კვლევა ჩატარდა მესტიის გარეთ, რადგან ბოლო 2 კვირის განმავლობაში მესტიაში ნამყოფმა ადამიანებმა ლაბორატორიებს მიმართეს.

 

„მთლიანად მესტიასთან დაკავშირებული გვაქვს 47 დადებითი შემთხვევა, რომელშიც შედის ყველაზე დიდი, ე.წ. ლენჯერის კლასტერი და ასევე სხვა კონტაქტები.

 

„მეორე საყურადღებო წერტილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სადაც 14 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მათგან 4 საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ხოლო 10 კონტაქტი. მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 377 PCR კვლევაა ჩატარებული.

 

„მესამე, ასევე საყურადღებო წერტილი ორი დღის წინ ქობულეთში გაჩნდა, სადაც დღეისთვის 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. სამივე უკავშირდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე კაფე „ჰავანას", სადაც დაწყებულია ინტენსიური კვლევები როგორც ამ ადამიანების კონტაქტებთან, ასევე თავად კაფეში.

 

„91 PCR კვლევა ჩატარდა და 3-ია დადებითი, ხოლო 4-ზე დამატებითი ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს. პარალელურად, ქობულეთის შემთხვევასთან დაკავშირებით კონტაქტირებულ პირებში სწრაფი ტესტები ჩატარდა და ჯერჯერობით ყველას შედეგი უარყოფითია", - განაცხადა გამყრელიძემ.


 

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" აცხადებს, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს უგულებელყოფენ, დაავადების გავრცელების რისკი ყველა რეგიონში არსებობს.

 

„რომელ რეგიონზეც საუბარი მიდის, ესაა ამ ეტაპზე სვანეთი, სხვაგან ერთეული შემთხვევებია, რისკი კი ყველა რეგიონში არსებობს, ამიტომ თუ მოგზაურობა გვიწევს, აუცილებელია, რომ ის რეკომენდაციები დავიცვათ, რასაც ჯანდაცვის სპეციალისტები და ეპიდემიოლოგები მოგვიწოდებენ.

 

„სვანეთის გარდა ჩემი ინფორმაციით ყველა დანარჩენი რეგიონი ღიაა და რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაძლებელია, რომ ვიმოგზაუროთ.

 

„რა იწვევს ასეთ რეგიონალურ აფეთქებებს, ამისი კონკრეტული მიზეზი რთული სათქმელია, თუმცა დაავადების გავრცელება განპირობებულია იმით, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში წესებს არ იცავენ, რეკომენდაციებს უგულებელყოფენ, რასაც სპეციალისტები გასცემენ და შესაბამისად როდესაც წესებს არ ვიცავთ, დაავადების გავრცელების მაღალი რისკი იქმნება.

 

„წესების არდაცვის შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ დაავადება გავრცელდეს, ამაში უცნაური არაფერია."- განაცხადა მან.

 

როგორც გოგინავა ამბობს, მისი ინფორმაციით იმის მიუხედავად, რომ ხშირად კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი ორნიშნაა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

 

„სიტუაცია მართვადია, დღიური მონაცემებით ხან ხუთი შემთხვევაა ხან ოცი, ეს ეპიდემიოლოგიურად დიდ საფრთხეს არ წარმოადსგენს, თუმცა საყურადღებო და აუცილებელია, რომ კონკრეტულ რეგიონებში, სადაც შედარებით უფრო ცუდი სიტუაციაა, ამ ყველაფრის გაკონტროლება დროულად მოხდეს და მოსახლეობამ რეკომენდაციბი დაიცვას, რათა ასეთი რეგიონების რაოდენობა არ გაიზარდოს.

 

„ერთეული შემთხვევებია, რომელთა წყაროს მოძიება ვერ ხერხდება, ეს საგანგაშო არაა მაგრამ საყურადღებოა, ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს მოითხოვს, რასაც ჩვენი ეპიდემიოლოგები და დაავადებათა კონტროლის ცენმტრი ახორციელებს."- განაცხადა გოგინავამ.

 

შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ერთი კვირის წინ ჩაიკეტა, ადგილზე ამ დრომდე სპეციალისტები მუშაობენ, მოსახლეობას ტესტირება უტარდება, ამჯერად კი რეგიონში მდგომარეობა დამაკმაყოფილებველია.

 

ღრმა კვლევები ყაზბეგსა და ქობულეთშიც მიმდინარეობს, სპეციალისტები განმარტავენ, რომ ამ რეგიონებშიც სიტუაცია სრულიად კონტროლირებადია.

 

 rezonancedaily.com


თეგები:
მოგზაურობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up