საქართველოს რკინიგზისა და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

საქართველოს რკინიგზისა და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

access_time2016-10-06 15:00:00


საქართველოს რკინიგზისა და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის წინარე ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ხელშეკრულება გაფორმდა მაღალი სიმძლავრის თანამედროვე ასინქრონული ძრავით აღჭურვილი 28 ერთეული სატვირთო ელმავლის შეძენის თაობაზე, რაც ამავდროულად საქართველოში თანამედროვე სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის ქარხნის მშენებლობის წინაპირობაა. თბილისში ერთობლივი ქართულ-ჩინური ქარხანა აშენდება სადაც წარმოებული იქნება თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის პტოდუქცია. ერთობლივი საწარმო დაფუძნებული იქნება ჩინური მხრიდან CRRC ZELC-ის, ხოლო ქართული მხრიდან BMI Partners da AS Group 1990 მიერ.

 

 

როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ეს არის წინარე ხელშეკრულება, რომელშიც უნდა მოხდეს კომერციული ინფორმაციის და ტექნიკური მონაცემების დაზუსტება. მისივე თქმით ჩინური კომპანიის შემოსვლა გააძლიერებს საქართველოს საექსპორტო პოტენციალს. ქარხანა საშუალებას იძლევა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებულ იქნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელმავლები და სხვა ტიპის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა. მათ შორის მეტროს ვაგონები, ელექტრომატარებლები და სხვა სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის პროდუქცია. მშენებლობის პროცესში 600-მდე ადამიანი დასაქამდება, ხოლო დარულების შემდეგ ქარხანაში არანაკლებ 300 კვალიფიციური სპეციალისტი იმუშავებს, რომელთა გადამზადებასაც უშუალოდ CRRC ZELC უზრუნველყოფს. პროექტი ირიბად დაახლოებით 3750 ადამიანს დაასაქმებს.

 


 




"მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია ძლიერი სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობა. სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის წარმოების მსოფლიო ბაზარზე ოთხი ძირითადი მოთამაშეა. ესენია: გერმანული simensi, ფრანგული Alstom-ი კანადური Bombardier, ამერიკული GE და ჩინური CRRC ZELC. მათ შორის უმსხვილესი CRRC ZELC -ია. რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია"აცხადებს კომპანია BMI Partners-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ ბურკიაშვილი.



კომპანია ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მათ შორის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, ევროპის ბაზარზე და ა. შ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელმავლების წარმოება საქართველოს რკინიგზის სალოკომოტივო პარკის განახლებას და მოდერნიზაციის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია. რაც თავის მხრივ ტვირთბრუნვის სისწრაფეს გაზრდის ნაკლები დანახარჯის პირობებში.

 

 

 


როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ჩინეთთან ურთიერთობების დინამიკა არის ძალიან მზარდი. "ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი ჩინეთის უმსხვილეს კომპანიას CRRC და საქართველოს რკინიგზას შორის. ეს კომპანია არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი სარკინიგზო შემადგენლობის. საუბარია ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რათა არამხოლოდ შესყიდვა მოხდეს სარკინიგზო შემადგენლობის, არამედ ლოკალიზაციაც, ანუ წარმოების დიდი ნაწილი საქართველოში იქნება გაწეული. ანუ საქართველოში მოხდება ახალი საწარმოო პოტენციალის განვითარება. ეს იქნება არამხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ რეგიონული დანიშნულების საწარმო, რომელიც რეგიონულ ბაზრებზე ექსპორტის მიმართულებითაც იმუშავებს", - განაცხადა პრემიერმა.


 



მართლმსაჯულება ქართულად - ყოფილი სამხედროს ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან

მართლმსაჯულება ქართულად - ყოფილი სამხედროს ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან
access_time2020-10-01 10:00:49
საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაერთი სერიოზული პრობლემა, რომ არსებობს, ეს ყველამ კარგად იცის. ყველა საუბრობს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას სასამართლოზე გავლენა აქვს, რომ სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს, მიკერძოებულია და ხდება სამართლის შერჩევითად გამოყენება. რომ სასამართლო საქართველოში ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ ეპყრობა, თუმცა დღეს „კომერსანტი“ მოგიყვებათ რადიკალურად განსხვავებულ ამბავს, ამბავს თუ როგორ აღმოჩნდა ყოფილი სამხედრო სახელმწიფო ინსტიტუტებთან...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ
access_time2020-09-30 18:55:13
ბოლო პერიოდში, სილქნეტის აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილთანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით...

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-09-30 18:05:31
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს
access_time2020-09-30 16:00:57
საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ...

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე
access_time2020-09-30 15:00:44
შრომის ინსპექციამ, Covid 19-ის საპრევენციოდ არსებული პროტოკოლის დარღვევის გამო ჯარიმასთან ერთად საქმიანობა 5 ობიექტს შეუჩერა. ამასთან, ინსპექციამ 100-მდე ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა. ბექა ფერაძე იმ კრიტიკულ შეუსაბამობებზე საუბრობს, რის გამოც, ინსპექციამ გაზრდილი მანდატის პირობებში, ობიექტის მიმართ ჯარიმის უმაღლესი ფორმა...


მსგავსი სიახლეები

up