საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანია „ტრანს კავკასუს ტერმინლსსა„ და კომპანია LAM- ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანია „ტრანს კავკასუს ტერმინლსსა„ და კომპანია LAM- ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

person access_time2016-03-25 10:34:02

,,საქართველოს რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ და  LAM კომპანიათა ჯგუფმა განზრახვათა შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, კომპანიები სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობით, ხელს შეუწყობენ საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის მსოფლიო სავაჭრო გზებთან დაკავშირებას. ასევე, ერთობლივად შეიმუშავებენ საზღვაო კავშირს საქართველოს, თურქეთსა და შესაბამის ევროპულ ბაზრებთან. 


,,ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ტრანს კავკასუს ტერმინალსი ტრანს კასპიური კონსორციუმის წევრი გახდა. კონსორციუმი ჩინეთიდან  საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვებს უზრუნველყოფს, შემდგომში მათი სხვადასხვა მიმართულებით ტრანსპორტირების მიზნით. ჩვენი კომპანიის გარდა კონსორციუმის წევრები არიან ჩინური, აზერბაიჯანული და ყაზახური კომპანიები.  


იმედი გვაქვს, რომ LAM ჯგუფი იქნება ერთერთი კომპანია, რომლის მხარდაჭერითაც ჩვენ შავ ზღვაზე თურქეთისა და სხვა მიმართულებით  საზღვაო მომსახურებას  მივიღებთ, რომ შემდგომში  სრულყოფილად უზრუნველვყოთ ჩინეთიდან წამოსული ტვირთის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირება,“ - განაცხადა ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსის,, დირექტორმა ლევან სულაბერიძემ. 



,,ბოლო წლების განმავლობაში საქართველო  სატრანსპორტო სფეროში მნიშვნელოვნად განვითრდა. ჩინეთი - საქართველოს აბრეშუმის გზა კი, ამ მიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს აჩენს. LAM კომპანიათა ჯგუფი, როგორც გლობალური სატრანსპორტო კომპანია, ტრანს კავკასუს ტერმინალსთან პარტნიორობით ამ შესაძლებლობების მაქსიამლურად გამოყენებას გეგმავს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს უფრო დიდი როლი ითამაშოს მსოფლიოს ტრნასპორტირების სფეროში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ამ პროექტში ჩვენი წვლილი შეგვაქვს,“ - განაცხადა LAM კომპანიათა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელმა სელიმ მაკზუმემ.


შეგახსენებთ, რომ ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსის,, 100 %  წილის მფლობელია ს/ს საქართველოს რკინიგზა. რკინიგზის შვილობილი კომპანია 2009 წელს დაარსდა და  მართავს და ავითარებს საკონტეინერო ტერმინალებს თბილისსა და ფოთში. ხოლო, LAM კომპანიათა ჯგუფი 70 წლიანი გამოცდილების კომპანიაა, რომელიც თავისი საერთაშორისო ქსელების მეშვეობით საზღვაო და ლოგისტიკურ მომსახურებას აერთიანებს.



კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up