საქართველოს რკინიგზასა და გერმანულ „Deutsche Bahn“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს რკინიგზასა და გერმანულ „Deutsche Bahn“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

person access_time2016-07-01 13:52:32

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, გერმანიის ფედერალურ საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც საქართველოს რკინიგზასა და გერმანულ კომპანიას „Deutsche Bahn“ შორის გაფორმდა.


მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და „Deutsche Bahn“-ის წარმომადგენელმა ნიკო ვარბანოფმა. ხელმოწერის შემდეგ ურთიერთგაგების მემორანდუმის შეფასებისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს ქართული და გერმანული სატრანსპორტო კომპანიების თანამშრომლობის განვითარებას ორი მიმართულებით - პირველია ტრანსკასპიური მიმართულება, რაც გულისხმობს ტვირთების მიმოსვლას ჩინეთსა და ევროპას შორის.

რაც შეეხება მეორეს, ესაა ევროპიდან, საქართველოს გავლით, ტვირთის გადაზიდვა ირანისა და სპარსეთის ყურის მიმართულებით და უკან. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გერმანია-საქართველოს ბიზნესის მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ფრანც-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში მოეწყო, საქართველოსა და გერმანიის რკინიგზების გარდა, ასევე მონაწილეობდნენ კომპანიები, რომლებიც წარმოადგენდნენ ლოგისტიკურ ცენტრებს, სამაცივრე მეურნეობებსა და სატრანზიტო სფეროში მომუშავე აითი-მომსახურების ფირმებს. საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, სატრანსპორტო სფეროში იგეგმება Deutsche Bahn-ის, როგორც წარმატებული პარტნიორის შემოყვანა, რომელიც ჩინეთ-ევროპას შორის მოძრავი ბლოკმატარებლების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია.



Deutsche Bahn-ი ტრანს-კასპიურ დერეფანს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან და პერსპექტიულ პარტნიორს. მხარეები თანხმდებიან, რომ ტვირთის ნებისმიერი მიმართულებით გადასაზიდად, ჩვენი დერეფანი ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად გამოიყენონ.


საქართველოს რკინიგზასა და „Deutsche Bahn“-ს შორის ურთიერთობის პირველი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის დელეგაცია გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ბერლინში, „Deutsche Bahn“ სათავო ოფისს ეწვია. საქართველოს დერეფანში მიმდინარე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტების გაცნობის შემდეგ, გერმანულმა მხარემ გამოხატა უდიდესი ინტერესი და გამოთქვა სურვილი აქტიური მონაწილეობა მიეღო დერეფნის განვითარების პროცესში. მიმდინარე წლის მაისში, საპასუხო ვიზიტით, საქართველოს გერმანული დელეგაცია ეწვია. სტუმრობისას გერმანულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა სიღრმისეულად გაცნობოდა საქართველოს რკინიგზის პროექტების მიმდინარეობის პროცესს. საბოლოოდ, ამ პროცესების შეფასებამ,


ქართული და გერმანული რკინიგზის წარმომადგენელთა მაღალმა ინტერესმა, თანამშრომლობის სურვილი ბუნებრივად გააჩინა. მემორანდუმი არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც მხარეები ერთობლივი პროექტების განხორციელებისკენ გადადგამენ.



ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს
access_time2020-01-23 15:30:50
როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა...

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია
access_time2020-01-23 13:26:50
ბუნებრივი გაზის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ, ენერგოუსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების დირექტივა (N 2004/67/EC) მიიღო საქართველომ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. თავდაპირველად პროექტის დასრულების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერი იყო, თუმცა თარიღის გადაწევა საქართველოსა და ენერგოგაერთიანების სამდივნოს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი გახდა და გაზსაცავის...


მსგავსი სიახლეები

up