საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

access_time2021-06-18 15:18:53

საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა. 


„ახალი ობლიგაციებით საქართველოს რკინიგზამ 2012 წლის ივლისში გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა, რომლის საპროცენტო განაკვეთი 7.75% იყო. ამ ტრანზაქციით კომპანიამ საპროცენტო ხარჯების კუთხით მნიშვნელოვანი შეღავათი მიიღო, კერძოდ საქართველოს რკინიგზა საპროცენტო სარგებლის სახით ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად,  20 მილიონ დოლარს გადაიხდის. დაზოგილი თანხა კი კომპანიას კიდევ უფრო გააძლიერებს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს მწვანე სტატუსი მიენიჭა. ეს კი კავკასიის რეგიონში პირველი პრეცენდენტია, როდესაც სატრანსპორტო ორგანიზაციამ მსგავსი ტიპის ფასიანი ქაღალდი გამოუშვა. ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი.



საქართველოს რკინიგზის არსებული გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მოხდა ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვა, როგორებიც არიან ADB (აზიის განვითარების ბანკი) და EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), რომლებმაც ახალ ემისიაში ინვესტორების როლი შეასრულეს. ობლიგაციების შეფასების დღეს მოთხოვნამ ნომინალურ ოდენობას 8-ჯერ გადააჭარბა.


საქართველოს რკინიგზა მადლობას უხდის ტრანზაქციაში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის TBC კაპიტალსა და Galt&Taggart-ს. კომპანიისთვის ტრანზაქციაში ქართული ბანკების ჩართულობა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ასევე JP morgan-ს Citi-ს და Renaissance Capital-სა და ყველა ინვესტორს. აქვე აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციას იურიდიულ მხარდაჭერას Dechert Linklaters (ლონდონი) და MG LAW, BIC (ადგილობრივი) უწევდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.





ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი
access_time2021-08-02 13:00:52
„სეისმურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დაინტერესებული მეცნიერებისა თუ პოტენციური ინვესტორებისთვის ის, პრაქტიკულად, დახურულია“, -ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის“  ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისკენ მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მოუწოდა. სწორედ ილიუნის ერთეულია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“,...

ირაკლი ღარიბაშვილი - ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს

ირაკლი ღარიბაშვილი - ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს
access_time2021-08-02 11:45:00
„ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ზოგადად, ამ სიტუაციის გადარჩენის გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს. ამიტომ, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა ვმართოთ პროცესი და მეორეს მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური...


მსგავსი სიახლეები

up