საქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა

საქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა

access_time2021-06-18 12:43:10

საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 7 წლიანი ვადით, წლიურ 4.00%-ში, 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა.


აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების თანაწამყვანი აგენტები - JP Morgan, Citi, Renaissance Capital და თიბისი კაპიტალი არიან, თანამენეჯერი კი - Galt & Taggart-ია. გარიგებაში იურიდიულ მრჩევლებს ინგლისური და ამერიკული სამართლის კუთხით - Dechert და Linklaters, ქართული სამართლის კუთხით კი MG Law და BLC Law წარმოადგენენ.


შეთავაზებულ ობლიგაციებზე ქართული ფასიანი ქაღალდისათვის უპრეცედენტო მოთხოვნა დაფიქსირდა და ჯამურმა მოთხოვნამ 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რამაც ბანკებს და ემიტენტს საშუალება მისცა ობლიგაციების კუპონი საწყისი 4.875%-5.000%-იანი დიაპაზონიდან, 4.00%-მდე შეემცირებინათ.
ობლიგაციების ემისიას ისეთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დაუჭირეს მხარი, როგორებიც არიან: EBRD და ADB, რომელთა ჩართულობამ თავისი წვლილი შეიტანა ობლიგაციებზე დიდი მოთხოვნის დაფიქსირებაში. საბოლოოდ, ემისიის 80% აქტივების მმართველმა კომპანიებმა და საინვესტიციო ფონდებმა შეიძინეს, რომელთა 41% - დიდ ბრიტანეთში, 35% - კონტინენტურ ევროპაში, 19% კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობენ.


ობლიგაციების გამოშვებამდე „საქართველოს რკინიგზას“ საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა მიანიჭა. ორგანიზაციის შეფასებით, რკინიგზის რეიტინგი ამჟამად „BB მინუსს“ შეადგენს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები ბოლოს 2012 წელს 7.75%-ში განათავსა. მოზიდული რესურსი სწორედ ამ ობლიგაციების 1 წლით ვადაზე ადრე რეფინანსირებას მოხმარდება. ამასთან, საქართველოს რკინიგზა გეგმავს, რომ გამოშვებით მიღებული თანხის ტოლი დაფინანსება მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე მიმართოს.



აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის მიერ 2019 წლის შემდეგ განთავსებული მეექვსე ევროობლიგაციაა.


„პირველ რიგში, ვულოცავთ სქართველოს რკინიგზას წარმატებით დახურულ ტრანზაქციას და მოხარულები ვართ, რომ სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე პერიოდის მიუხედავად, საქართველოდან კიდევ ერთი ევროობლიგაციის განთავსება მოხდა. ობლიგაციებზე ასეთი ძლიერი მოთხოვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ემიტენტის მიმართ ინვესტორების ინტერესს და მმართველი გუნდის მიერ ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებულ აქტივობას მთელი ვირტუალური როუდშოუს განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კაპიტალი, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებასთან ერთად, საერთაშორისო ევრობონდების განთავსებაშიც აქტიურადაა ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული ბონდები, საქართველოდან განთავსებული რიგით მეორე მწვანე ევროობლიგაციაა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, “Georgia Global Utilities”-ის მიერ, საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე ევროობლიგაციის გამოშვების თანამენეჯერიც თიბისი კაპიტალი იყო. საქართველოდან ბოლო 2 წლის განმავლობაში, მეორე მწვანე ევროობლიგაციის განთავსება ხაზს უსვამს ქვეყნისა და კომპანიების გრძელვადიან ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.


„საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველად, სატრანსპორტო კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოუშვა 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია. რეფინანსირების შედეგად, საპროცენტო სარგებელი 7,75%-ის ნაცვლად განვახორციელეთ 4%-ში. კომპანია დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, წელიწადში 20 მილიონ დოლარს გადაიხდის. დაზოგილი თანხა კი, რა თქმა უნდა, კომპანიის განვითარებას მოხმარდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გუნდს და ტრანზაქციაში ჩართულ ყველა პარტნიორს“, - დავით ფერაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.


NS




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up