საქართველოს რკინიგზა უახლოეს წლებში გამტარუნარიანობის გაოთხმაგებას გეგმავს

საქართველოს რკინიგზა უახლოეს წლებში გამტარუნარიანობის გაოთხმაგებას გეგმავს

person access_time2016-04-19 17:36:17

თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს რკინიგზის მოდერნიზაციას და რომელიც 260 მილიონი ფრანკი ჯდება, რკინიგზის გამტარუნარიანობას წელიწადში თითქმის გააოთხმაგებს. 


აღნიშნული პროექტი ფაქტობრივად მიბმულია ანაკლიის პორტის პროექტთან. გადაცემა „ეკონომეტრის“ ეთერში საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ პროექტმა მოდიფიკაცია განიცადა, ვინაიდან თავდაპირველი ვარიანტი არ ითვალისწინებდა გამტარუნარიანობის ზრდას. ახალი პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე გამტარუნარიანობის ზრდა მოხდება, ხოლო შემდგომ ეტაპზე გაორმაგებას ვარაუდობენ. ბახტაძის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მჭიდროდაა დაკავშირებული ანაკლიის პორტის განვითარებასთან, რომლის დასრულებაც 2019 წელს იგეგმება და შესაბამისად რკინიგზის მოდერნიზაციის ნაწილის დასრულებაც 2019 ბოლომდე იგეგმება. 



სამგზავრო მატარებლით მგზავრობის დრო ერთი საათით შემცირდება. ბოლო პერიოდში გადაზიდვების კლებას „საქართველოს რკინიგზა“ მაკროეკონომიკურ ეფექტებს უკავშირებს. ტვირთების მოსაზიდად სატარიფო პოლიტიკის გადახედვა არ იგეგმება, გადაზიდვების გასაზრდელად გამჭოლი ტარიფები იგეგმება. გამჭოლ ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე არსებობს აზერბაიჯანის რკინიგზასთან და ყაზახეთის რკინიგზასთან, ასევე კასპიის ზღვაში მოქმედ სანაოსნო კომპანიებთან. „სატარიფო პოლიტიკა არ არის ერთადერთი მექანიზმი, რითაც უნდა მოხდეს ტვირთების მოზიდვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში ეს უნდა იყოს გამჭოლი სატარიფო განაკვეთები და ზოგადად თამაშის წესების უნიფიცირება გრძელვადიან პერსპექტივაში.“-მამუკა ბახტაძე.



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

მთავრობისან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

 მთავრობისან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია
access_time2020-07-08 10:50:13
 „მთავრობა დიდად არც მანამდე გვეხმარებოდა, არც ახლა გვეხმარებიან, მათგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ“, - ამის შესახებ კომერსანტს ტურისტული სააგენტოს „Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი მალხაზ ცინცაძემ განუცხადა. ინდივიდუალური მეწარმე აცხადებს, რომ სეზონის ჩავარდნით დაახლოებით 10 000 დოლარი დაკარგა.   „ის ხალხი რომელიც ფრენების აღდგენას ელოდებოდა და ვარაუდობდნენ აგვისტო-სექტემბერში ჩამოსვლას ტურები გააუქმეს, რადგან...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე

აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე
access_time2020-07-08 10:00:55
საქართველო 2021 წელს დახმარების სახით აშშ-სგან არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნული დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up