საქართველოს რკინიგზა მოქალაქეებს რკინიგზის ხაზის გადაკვეთისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს რკინიგზა მოქალაქეებს რკინიგზის ხაზის გადაკვეთისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

person access_time2016-01-25 13:07:01

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ  რკინიგზის სადგურები, სამგზავრო ბაქნები, სარკინიგზო გადასასვლელები, ლიანდაგები, ასევე მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული სხვა დაწესებულებები (ტერიტორიები) მომატებული საფრთხის ობიექტებს წარმოადგენენ. 


„ს/ს ,,საქართველოს რკინიგზა“ მოგმართავთ თხოვნით, რკინიგზა მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ და მოწყობილ ადგილებზე გადაკვეთოთ, რათა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ. რკინიგზის ხაზის უსაფრთხოდ გადაკვეთა მოქალაქეებს ფეხით სავალი ხიდების, გვირაბების, გადასასვლელებისა და სპეციალურად მოწყობილი ფენილების მეშვეობით შეუძლიათ. 


რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა, იქ, სადაც არ არის ნებადართული, სპეციალური ადგილები, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომელსაც შესაბამისი სანქციები მოყვება. 


პირველ ეტაპზე მოხდება მოქალაქის გაფრთხილება, ხოლო შემდგომ დაჯარიმება, შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე. 



რკინიგზის სადგურებზე, სადაც არ არის ხიდი, ან გვირაბი, ქვეითმა ლიანდაგი ფენილზე უნდა გადაკვეთოს იმ ადგილზე, რომელსაც აქვს მინიშნება  ,,გადასასვლელი“. ფენილზე გადასვლამდე მოქალაქე უნდა დარწმუნდეს, რომ ლიანდაგზე არ მოძრაობს მატარებელი, ლოკომოტივი ან ვაგონი. მოძრავი შემადგენლობის მოახლოებისას მოქალაქემ უნდა გაატაროს ის, დარწმუნდეს იმაში, რომ მეორე ლიანდაგზეც არ არის მატარებლის მოძრაობა და მხოლოდ ამის მერე გადაკვეთოს ფენილი. რკინიგზის გადასარბენთან გადასვლისას, მოქალაქემ ყურადღება უნდა მიაქციოს შუქნიშანს, ხმოვან სიგნალსა და შლაგბაუმის მდგომარეობას. 


გზის გადაკვეთა მხოლოდ ღია შლაგბაუმის დროს არის დაშვებული. ხოლო, თუ გადასარბენზე არ არის შლაგბაუმი, მოქალაქე გადასვლამდე უნდა დარწმუნდეს, რომ გადასარბენს არ უახლოვდება მოძრავი შემადგენლობა და მხოლოდ ამის მერე გადაკვეთოს გზა. კატეგორიულად აკრძალულია, დაკეტილი შლაგბაუმის დროს გადასვლა, სადგურებსა და გადასარბენებზე გაჩერებული ვაგონების ქვეშ გაძრომა. ასევე აკრძალულია, ლიანდაგის გასწვრივ სიარული 5 მეტრზე ნაკლებ მანძილზე. 


დაუშვებელია, რკინიგზის ხიდებსა და გვირაბებში გასვლა, თუ კი იქ არ არის ქვეითებისათვის მოწყობილი სპეციალური ბილიკი. კატეგორიულად აკრძალულია, რკინიგზის ხაზის გადაკვეთა იქ, სადაც არ არის შესაბამისი ნიშანი. 


,,საქართველოს რკინიგზა“ მოგიწოდებთ , გადაკვეთოთ ლიანდაგები მხოლოდ სპეციალურ გადასასვლელებზე, შესაბამისი წესების დაცვით!  და გაუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს!“– ნათქვამია განცხადებაში.



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...

The Banker: მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი ჩინურია

The Banker: მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი  ჩინურია
access_time2020-07-02 20:00:03
გამოცემა The Banker-მა მსოფლიოს 1000 უმსხვილესი ბანკის რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ხუთეული უცვლელი დარჩა.კაპიტალის ოდენობის თვალსაზრისით, დედამიწის უმსხვილესი ბანკია ჩინური Industrial and Commercial Bank of China ($380 მლრდ.)მას  3 ასევე მოწინავე ჩინური  ბანკი მოჰყვება  -  China Construction Bank ($316 მლრდ), Agricultural Bank of China ($277 მლრდ.) და  Bank of China ($258  მლრდ.).   დიდ ხუთეულში...


მსგავსი სიახლეები

up