“საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპონსორი გახდა

“საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპონსორი გახდა

access_time2016-04-22 10:41:06

ს/ს ,,საქართველოს რკინიგზა“ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპონსორი გახდა. კომპანია საქართველოს ეროვნულსა და ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს. ,,საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ფედერაციას 500 000 ლარით დააფინანსებს. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც რკინიგზასა და ფედერაციას შორის გაფორმდა, თანხა საქართველოს ნაკრების მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფას უნდა მოხმარდეს. ამასთან, მხარდაჭერა სამ ასაკობრივ ჯგუფზე – 16, 18 და 20 წლამდელთა ნაკრებებზე გავრცელდება.


ს/ს ,,საქართველოს რკინიგზასა“ და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელშეკრულებასრკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერეს ხელი. საზეიმო ცერემონიას, რომელიც სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდა. მინისტრმა სპორტის მხარდაჭერისათვის ,,საქართველოს რკინიგზას“ მადლობა გადაუხადა.

 

,,ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ,,საქართველოს რკინიგზა“ ქართულ სპორტს გვერდში უდგას და ეს დასაფასებელია. ასევე, ბოლო დროს გახშირდა და მისასალმებელია, რომ სპონსორები უბრუნდებიან ქართულ სპორტს. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით სერიოზულად ვმუშაობთ. თითოეული სპონსორის შემოსვლა ქართულ სპორტში ხელს შეუწყობს ეროვნული ნაკრებების მომზადებას,“ – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.


შეხვედრაზე ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული საკალათბურთო ნაკრების სპონსორობა დიდი პასუხისმგებლობაა და იმედი გამოთქვა, რომ ნაკრები წარმატებით გაართმევს თავს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

 

 


,,დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან, რომლის თანახმადაც ,,საქართველოს რკინიგზა“ გახდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების სპონსორი. ეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და გავახარებთ ქართველ გულშემატკივრებს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

,,საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ კი აღნიშნა, რომ კომპანიამ ქართველი კალათბურთელების წინაშე მდგარი გამოწვევები გაითვალისწინა და ეროვნული ნაკრების სპონსორობა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.


 

,,ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი კალათბურთის განვითარებისათვის – დღევანდელი წარმატებები, ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია გუნდს, ამოცანები და მივიღეთ გადაწყვეტიელბა, მხარი დაგვეჭირა ეროვნული ფედერაციისათვის და გავმხდარიყავით საქართველოს ეროვნული გუნდის გენერალური სპონსორი. ჩვენს გუნდში წარმატებული თაობაა. მათ აქვთ სერიოზული გეგმები და ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქართველი კალათბურთელების გამარჯვება, ჩვენი გამარჯვებაა. სწორედ ამაში შევიტანეთ წვლილი და კვლავაც გავაგრძელებთ ქართული სპორტის მხარდაჭერას,“ – განაცხადა კოკა გუნცაძემ.

 

,,თანამშრომლობა ალბათ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ რეზულტატებს აჩვენებს ეროვნული ნაკრები. თანხა არის ნახევარი მილიონი ლარი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა და ასეთი დიდი სპონსორი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ჯერ არ ჰყოლია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ,,საქართველოს რკინიგზას“, – აღნიშნა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ.


,,მახრდამხარ გამარჯვებისთვის“ – ეს არის დევიზი, რომლითაც ,,საქართველოს რკინიგზა“ მხარს უჭერს კალათბურთის ფედერაციას და გულშემატკივრებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს. კომპანიასმიაჩნია, რომ კალათბურთის, როგორც სპორტის სახეობას ქვეყანაში მეტი პოპულარიზაცია სჭირდება.

 

 

შეგახსენებთ, რომ ს/ს ,,საქართველოს რკინიგზას“ სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებაში უკვე დიდი ხანია საკუთარი წვლილი შეაქვს. სწორედ ,,საქართველოს რკინიგზა“ არის ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო კლუბ ,,ლოკომოტივისა“ და წყალბურთის კლუბ ,,ლოკომოტივის“ გენერალური სპონსორი.




საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის
access_time2020-07-08 11:10:21
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

 მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია
access_time2020-07-08 10:50:13
 „მთავრობა დიდად არც მანამდე გვეხმარებოდა, არც ახლა გვეხმარებიან, მათგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ“, - ამის შესახებ კომერსანტს ტურისტული სააგენტოს „Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი მალხაზ ცინცაძემ განუცხადა. ინდივიდუალური მეწარმე აცხადებს, რომ სეზონის ჩავარდნით დაახლოებით 10 000 დოლარი დაკარგა.   „ის ხალხი რომელიც ფრენების აღდგენას ელოდებოდა და ვარაუდობდნენ აგვისტო-სექტემბერში ჩამოსვლას ტურები გააუქმეს, რადგან...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up