„საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერი ხდება

„საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერი ხდება

access_time2016-04-21 12:27:55

სს „საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერი ხდება.

რკინიგზის ცნობით, რკინიგზა საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.

მხარდაჭერა გავრცელდება 3 ასაკობრივ – 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებზე.


კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ფედერაციის მხრიდან ხელშეკრულებას პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, ხოლო „საქართველოს რკინიგზიდან“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე მოაწერენ ხელს.

ხელშეკრულებას მხარეები 21 აპრილს სასტუმრო რედისონში გააფორმებენ.



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე

აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე
access_time2020-07-08 10:00:55
საქართველო 2021 წელს დახმარების სახით აშშ-სგან არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნული დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...


მსგავსი სიახლეები

up