„საქართველოს რკინიგზა“ 7–წლიანი მწვანე ობლიგაციების განთავსებას გეგმავს, რომლის მოცულობაც, სავარაუდოდ, $500 მლნ–ს შეადგენს. ობლიგაციების წლიური შემოსავლიანობა 4,875% იქნება. ამის შესახებ სააგენტო როიტერი საბანკო წრეებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მოზიდული სახსრები იმ ობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება, რომლებიც 2022 წლისთვის უნდა დაიხუროს. ეს ობლიგაციები ასევე გამოსყიდვას დაექვემდებარება, თუ სატენდერო წინადადებაზე თანხმობას მიიღებენ. მოზიდული სახსრების ნაწილი კომპანიის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება.
ახალი ფასიანი ქაღალდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდება.