საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს ევროკავშირში უვიზოდ?

საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს ევროკავშირში უვიზოდ?

access_time2018-02-06 17:53:31

ბოლო მონაცემებით, 2017 წლის 28 მარტის შემდეგ, ევროკავშირი/შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით საქართველოდან 190 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და მხოლოდ 600 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა საქართველოს მოქალაქე არ შეუშვეს ევროპის ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ შსს-ს მონაცემებზე დაყრდობით „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, მონაცემები გასული წლის 28 მარტიდან მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

 

თამარ ხულორდავას განმარტებით, ყველა შემთხვევაში უარის თქმა დაკავშირებული იყო კონკრეტულ ობიექტურ გარემოებებთან, ან პასპორტი არ იყო ბიომეტრიული, ან დოკუმენტი აკლდა, მაგალითად არ ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, რასაც ითხოვენ ხოლმე საზღვარზე.

 


„რაც შეეხება მათ, ვინც უკან აღარ დაბრუნდა, ამ მონაცემებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეს ციფრი ჩვენ ზუსტად ვერ გვექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა, ვინც უკან არ ბრუნდება დადგენილ ვადაში, არ ნიშნავს, რომ თავისთავად არღვევს სავიზო რეჟიმს. აქ შედიან ადამიანები, ვინც შეიძლება გავიდა მესამე ქვეყანაში, ანუ საქართველოში არ დაბრუნდა, მაგრამ რომელიმე სხვა ქვეყანაში გადავიდა შენგენის ზონიდან. შეიძლება ასევე იყვენენ ადამიანები, ვისაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და შესაბამისად ჰქონდეთ ლეგიტიმური უფლება იქ დარჩენის. ასევე არიან ისინიც, ვინც მოკლე ვადით გაემგზავრა და შეიძლება იქ ადგილზე მიიღო უკვე ლეგიტიმური უფლება დარჩენის - სხვადასხვა მიზეზის გამო. ასე რომ, ამ ციფრს ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით. ზოგადად, დარღვევების დიდი ციფრი არ გვაქვს, რომ რამე განგაშის საფუძველი შეიქმნას", - ამბობს ხულორდავა.

 

ხულორდავამ რეადმისიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის ქვეყნებიდან რეადმისიის საშუალებით 2 000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნა.

 

„ეს არის ბოლო ერთ წლის - 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრის მონაცემები. აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ დამრღვევების რაოდენობა უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან, ანუ 2017 წლის მარტიდან, წინა წლების 2015-2016 წლების სტატისტიკასთან შედარებით, შემცირებულია 15%-დან 10%-მდე. როგორც იცით, ევროპის კონკრეტული ქვეყანა დამრღვევ პირებს საკუთარი რეგულაციებიდან გამომდინარე, ხუთ წლამდე ვადით უკრძალავს ქვეყანაში შესვლას და ასევე შესაძლოა სამი ათას ევრომდე ჯარიმაც დააკისროს“, - განაცხადა პარლამენტარმა.

 

 




შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს
access_time2019-05-19 21:53:45
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ჯორჯიან მანგანეზი“ პასუხობს დავის მედიატორის მიმართვას. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა, დასაქმებულებთან მოლაპარაკება აწარმოოს.   „2019 წლის 18 მაისს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნულმა მედიატორმა მიმართა, კანონით სავალდებულო...

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია
access_time2019-05-19 19:30:25
ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ...

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...


მსგავსი სიახლეები

up